X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
Mercedes-ი წყალბადის ფიჭურ ელემენტებს აითვისებს
  • Mercedes-ი წყალბადის ფიჭურ ელემენტებს აითვისებს

    წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე ავტომობილებს ბევრი აკრიტიკებს, მაგალითად, ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს დამაარსებელი ელონ მუსკი თვლის, რომ ასეთი ავტომობილები მასობრივ ბაზარზე ვერ დამკვიდრდება. მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი კომპანია, მათ შორის Hyundai და Mercedes-Benz-ი, კრიტიკას არ უშინდებიან და დაჟინებით აგრძელებენ მუშაობას წყალბადის ასათვისებლად.

    კორეულმა კომპანიამ წყალბადის ფიჭურ ელემენტებით აღჭურვილი ელექტრომობილი Tucson-ი უკვე გამოიყვანა ტრასაზე და ბრიტანეთში მცირე რაოდენობით ლიზინგითაც დაარიგა. და თავისუფლად შეიძლება, ამ ტექნოლოგიის პიონერადაც ჩაითვალოს. მალე კი მის გზას Mercedes-Benz-იც გაჰყვება, რომელიც ასეთსავე ავტომობილს 2017 წლისთვის გვპირდება.

    წყალბადზე მომუშავე სამქიმიანი მოდელი მცირესერიულად დამზადდება - რაც უნდა იყოს, ტექნოლოგია მასობრივი ჯერ ვერ გახდება, რადგან წყალბადით გასაწყობი სადგურების ქსელი არსადაა განვითარებული. მეორეც, ასეთი ავტომობილები საკმაოდ ძვირი ეღირება. და ესეც რომ არა, სტარტზევე მასობრივი წარმოების დაწყება მიზანშეწონილი არაა.

    სხვათა შორის, Mercedes-Benz-ს წყალბადზე მომუშავე ელექტრომობილი ადრეც დაუმზადებია. ეს 2002 წელს მოხდა, როცა იმ დროისთვის სრულიად ახალი ტექნოლოგია პირველი თაობის A-Class-ის ჰეჩბეკზე დააყენეს. 2010 წელს კი მსგავსი სისტემით შემდგი თაობის A (ფოტოზე) და B-Class-ის მოდელები აღიჭურვა. ამ ავტომობილებზე ფიჭური ელემენტები საერთო სარგებლობის გზებზე ტესტირებას გადიოდა.

    Mercedes-Benz-ის მარკეტინგის შეფი ოლა კალენიუსი ამბობს, რომ პირველი მცირესერიული „მერსედესი“, რომელიც წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღიჭურვება, ალბათ უგზოობის მოდელი იქნება.
    წყარო
    1 008 ნახვა
    Загрузка...
    21-03-2014, 07:53
    Загрузка...