X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
SRT-მ Viper-ის წარმოება ორი თვით შეაჩერა
  • SRT-მ Viper-ის წარმოება ორი თვით შეაჩერა

    Chrysler-ის ჯგუფმა გამოაცხადა, რომ დროებით აჩერებს კონერ ავენიუს ამწყობ ქარხანას, სადაც სუპერ ავტომობილ SRT Viper-ს აწარმოებს. ამერიკულ კომპანიას არ განუმარტავს ამის მიზეზი, თუმცა აშკარაა, რომ საქმე ამ ავტომობილის ცუდ გაყიდვებშია. ქარხნის მუშაობა 14 აპრილს გაჩერდება და 23 ივნისს განახლდება. აღნიშნულ პერიოდში უმუშევრად ყოფნა მოუწევს ქარხნის 91 თანამშრომელს.

    Chrysler-მა შარშან მხოლოდ 591 Viper-ი გაჰყიდა, ამ წლის პირველ ორ თვეში კი - მხოლოდ 91. უფრო მეტიც, SRT-ს მიერ გამოშვებული 756 ცალი Viper-ი ჯერაც ელის მყიდველს. ეს კი ნიშნავს, რომ დილერებს 412-დღიანი მარაგი აქვთ, რაც ძალიან ბევრია.

    „კრაისლერი“ ოფიციალურად ამ სტატისტიკას უგულვებელყოფს და აცხადებს, რომ „ვაიპერი“ არ არის მასობრივი ბაზრის პროდუქტი - მისი წარმოების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში, მხოლოდ 29 000 ცალია გაყიდული.

    „კონერ ავენიუს ქარხანაში წარმოების გაზრდა და შემცირება ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია, რაც ჩვენ გარკვეულ მოქნილებას გვანიჭებს. ამგვარად, კომპანიას მოთხოვნის შესაბამისად მუშაობის საშუალება ეძლევა, ეს განსაკუთრებული ავტომობილები კი ექსკლუზიურობას ინარჩუნებს“, - ნათქვამია კომპანიის პრესმდივან დაიანა გუტიერესის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ის დასძენს, რომ SRT-ზე მოთხოვნილება მოსალოდნელ დონეზეა.

    SRT Viper 8.4-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 649 ცხენის ძალას და 812 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამერიკის ბაზარზე სუპერ ავტომობილი 102 500 დოლარი ღირს.
    წყარო
    1 342 ნახვა
    Загрузка...
    21-03-2014, 07:53
    Загрузка...