X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ტკივილი და უბრალოდ სიყვარული
  • ტკივილი და უბრალოდ სიყვარული

    ცხოვრება ინგრევა ნელა ინგრევა,
    საყრდენი ნელნელა ქვეშ მოექცევა,
    ხელს ვერ უწოდებ დასახმარებლად,
    შორს ხარ და ეძებ დასამთავრებლად...
    ტკივილს ამთავრებ თან ვერ ამთავრებ,
    გიჭირს დამთავრება წერტილის დასმა,
    მაგრამ მძიმეა უკვე დასმული,
    წერტილიც უკვე შეუცვლელია...
    ასე ძნელია წერტილის დასმა,
    მაგრამ წერტილი დასასმელია...




    როცა მოვვდები, როცა მე წავალ,
    ღმერთი მომკითხავს ამ ქვეყნის წამალს,
    წამალს ეშმაკის ხელით გამოწვდილს,
    რომლითაც აღსასრულს ვხედავთ ლამაზად...
    ბოლოს გავუწვდი წამალს შენახულს,
    ჯიბით ნატარებს, ბევრის გამოცდილს,
    იუდას მიერ მონიჭებულს და
    წშმაკის მიერ კვლავვე დალოცვილს...




    ვისთვის ვწერ?! ვისთვის დავწერო?!
    ვის მოვახვიო ეს ჩემი აზრი?!
    დღეს უნიჭობა, ნიჭის ტოლია,
    უცენზურობას აქვს დიდი აზრი...
    კაი ბიჭი ხარ დედის გინებით,
    კაცობა გეთქმის ერის შერცხვენით,
    ერი ერს არ გავს წაბილწულობით,
    ბრძოლა შეგიძლიათ მხოლოდვე ენით...



    ღამე ვიღვიძებ ფიქრებით სავსე,
    გარეთ თოვლია ოთახშიც თბილა...
    ყურში ჩამესმის გოდება მისი,
    უკვე მკვდარია ოთახშიც ბნელა...
    თოვლის ფიფქივით ნაზი ცრემლები,
    სტკივა ვერა სწყვეტს რა ქნას?
    ღამეა ისევ გოდება მოსჩანს,
    ნელა თენდება თოვლიც ბევრდება,
    და არ მთავრდება თოვლივით დნება...


    მე შენში მიყვარს სიცელქე ბავშვის,
    თავგასულს გავხარ ზოგჯერაც ყმაწვილს,
    ამაყი სულის პატრონს დაგარქმევ,
    რომელსაც ღმერთი რჩეულებს ჩუქნის...
    ღირსება მუდამ თანვე გაგყვება,
    ვიცი და მჯერა ბევრჯერ მოიგებ,
    სიამაყეს და დიდსულოვნებას,
    ბევრი ვერ იგებს და ვერ იკავებს,
    შენ ის ერთი ხარ ერთადერთი ხარ,
    რომელიც მიყვარს და მას ვაფასებ...
    1 938 ნახვა
    Загрузка...
    21-03-2014, 07:58
    Загрузка...
    Загрузка...