X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ტესტი: ალკოჰოლი და ქალის ხასიათი
  • ტესტი: ალკოჰოლი და ქალის ხასიათი

    იცოდით, რომ იმის მიხედვით, რომელ ალკოჰოლურ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას, თქვენი ხასიათის განსაზღვრაა შესაძლებელი?
    შამპანური – უპირატესობას ანიჭებენ კოკეტური და მხიარული ქალები. შამპანურის მოყვარული ქალები ქმრად უფროსი ასაკის მამაკაცებს ირჩევენ, თუმცა შემდეგ ხშირად ღალატობენ ქმრებს და ისინი უცებ თვრებიან.

    არაყი
    – სვამენ მტკიცე ხასიათის, ნებისყოფის მქონე, ძლიერი ქალები. ასეთი ქალები არ მალავენ თავიანთ სურვილებს და ძალიან ნელა თვრებიან.

    კონიაკი
    – ეს არის შუახნის ქალების სასმელი, ისეთი ქალების, რომელთაც სითბო, ზრუნვა და ალერსი ესაჭიროებათ. დაუთმეთ მათ მეტი ყურადღება, შეეცადეთ, ჩასწვდეთ მის სულს და მას სამუდამოდ ეყვარებით. უცებ თვრება.

    ვისკი
    – ექსტრავაგანტური, "ფეთქებადი" ქალბატონების სასმელია. მათ შეუძლიათ იყვნენ საშიშები, სკანდალურები, თუმცა რამდენიმე ჭიქაში "ითიშებიან".

    რომი-კოლა
    – იმ ქალების საყვარელი სასმელია, რომელთაც უყვართ ექსპერიმენტები ყველაფერში. ფხიზლდებიან ლამის იქამდე, სანამ დათვრებიან და ხშირად ქრებიან ინგლისურ სტილში. ერთი სიტყვით, ასეთ ქალთან ერთად ვერ მოიწყენ.

    ჯინ-ტონიკი
    – ამ სასმლის მოყვარული ქალები ბევრ რამეში ვერ ერკვევიან და ხშირად ისეთ თემებზე საუბრობენ, რის გაგებაშიც არ არიან. თვრებიან უცებ და მეორე დღეს არაფერი ახსოვთ.

    წითელი ღვინო
    – უპირატესობას ანიჭებენ ემოციური, ვნებიანი ქალები. გარეგნულად ასეთი ქალი თავშეკავებულია, თუმცა მის შიგნით ქარიშხალი ბობოქრობს. არც ისე მარტივად თვრება, თუმცა სიმთვრალეში შეუდარებელია...

    თეთრი ღვინო
    – თავშეკავებული, საკუთარი თავის ფასის მცოდნე, ცივი და ანგარიშიანი ელიტური ქალების სასმელია. ასეთი ქალები თითქმის არასოდეს თვრებიან და ძალიან ფრთხილები და წინდახედულები არიან ყველაფერში.

    ლიქიორი
    – ეს სასმელი "ტკბილი" ქალებისთვის არის. კერძოდ კი, მათთვის, ვისაც ოჯახური ცხოვრება ხიბლავს. ისინი შესანიშნავი მზარეულები არიან და კარგად უძღვებიან საოჯახო საქმეებს. უყვართ ძვირფასი საჩუქრები.

    ლუდი
    - "უპრეტენზიო" ქალების სასმელია. ეს ქალები – შესანიშნავი "ბიჭები" არიან. მათ შეგიძლიათ ჰკითხოთ რჩევა ნებისმიერ საკითხზე. შეუცვლელი მეგობრები და კოლეგები არიან.

    1 887 ნახვა
    იტვირთება...
    21-03-2014, 09:25