X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
McLaren-ი პატარა სუპერქარ P15-ზე მუშაობს
  • McLaren-ი პატარა სუპერქარ P15-ზე მუშაობს

    სულ რამდენიმე წელია, რაც „მაკლარენმა“ სუპერ ავტომობილების წარმოება დაიწყო და მის გამაში უკვე სამი მოდელი ირიცხება. პირველი MP4-12C იყო, რომელიც 2011 წელს გამოვიდა და რომელსაც 2012 წელს ღია ვერსია 12C Spider მოჰყვა. შარშან P1-ის პრემიერა შედგა და მასზე კომპანიამ შეკვეთების სრული პაკეთი შარშანვე მიიღო. ახლახანს კი, ჟენევის მოტორ შოუზე, 650S ვიხილეთ.

    თუმცა, ეს ყველაფერი არაა, რადგან მალე უოკინგელები თავიანთ გამას კიდევ ორი ავტომობილით შეავსებენ. ამათგან ერთია ეგრეთ წოდებული საწყისი დონის P13, რომელმაც კონკურენცია Porsche 911-ს უნდა გაუწიოს. მეორე კი P15, რომელიც კომპანიის ახალი ფლაგმანი გახდება მას შემდეგ, რაც P1-ის მიწოდება დასრულდება. გამოცემა „ქარ ენდ დრაივერის“ ინფორმაციით, P15-ის ფასი 500 000 დოლარის ფარგლებში მოექცევა.

    საერთოდ, ისეთი ავტორიტეტული კომპანიაც კი, როგორიც არის Ferrari, ახალი მოდელის შემუშავებას რამდენიმე წელი უნდება. McLaren-ი კი წელიწადში ერთხელ ახერხებს ახალი ავტომობილების შექმნას. როგორ და, რეალურად, მისი ყველა ავტომობილი ერთი და იგივეა. უფრო ზუსტად, ყველა ავტომობილს აქვს საერთო მონოკოკური შასი, ძრავ, ტრანსმისია, საკიდარი, საჭის მექანიზმი და საკიდარი (რაღა დარჩა). რა თქმა უნდა, მოდიფიკაციებით. ყველაზე მეტად, მოდიფიკაცია ძრავს (ძალურ დანადგარს) ეხება ხოლმე. დანარჩენი კი იგივე რჩება. და რა თქმა უნდა, ავტომობილები გარეგნულად განსხვავებულებია.

    ამ მხრივ, ბევრი რამით „ცალკე დგას“ P1, რომელიც ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი. თუმცა, ამ აგრეგატის შემადგენლობაში იგივე 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი აგრეგატი (რომელიც ბრიტანულ კომპანია Ricardo-ს სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა) შედის, რომელსაც 7-საფეხურიანი ორქუროიანი ტრანსმისია უკავშირდება. სხვადასხვა მოდლის შემთხვევაში, ძრავი 600, 640 და 727 ცხენის ძალას ავითარებს. P1-ს დამტებით ელექტრო ძრავიც ემსახურება, რომლის სიმძლავრეც 177 ცხენის ძალაა. ახალი ავტომობილებიდან, ეს ძრავი P13-ს დაახლოებით 500 ცხენს მისცემს, P15-ს კი - თითქმის 700.

    ახალი ავტომობილებიც იმავე მონოკოკურ შასის დაეყრდნობა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. „ქარ ენდ დრაივერი“ ვარაუდობს, რომ P15-ის შემუშავებაში მონაწილეობას Honda-ს სპეციალისტებიც მიიღებენ - იაპონური კომპანია მალე ფორმულა ერთში McLaren-ის პარტნიორი გახდება. მაგრამ ამ ინფორმაციას McLaren-ის კომუნიკაციების დირექტორი უეინ ბრიუსი ამას უარყოფს. მისი თქმით, ორი კომპანიის თანამშრომლობა, ჯერჯერობით ფ1-ის არ გასცდება.
    წყარო
    1 007 ნახვა
    Загрузка...
    22-03-2014, 03:39
    Загрузка...