X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
Mercier-Jones-ის Supercraft-ი - უსწრაფესი თავის კლასში
  • Mercier-Jones-ის Supercraft-ი - უსწრაფესი თავის კლასში

    ტრანსპორტი პნევმატურ ბალიშებზე (ჰოვერკრაფტი) ვერ განვითარდა. ნაწილობრივ სიძვირის, ნაწილობრივ კი ხმაურის გამო. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებმაც გადაადგილების ასეთი უნივერსალური და ყველგანმავალი საშუალების დამკვიდრებას ხელი შეუშალა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ტიპის მანქანებს არ აწარმოებენ.

    ამერიკულმა კომპანია Mercier-Jones-მა, რომელიც ჩიკაგოშია ბაზირებული, შეიმუშავა პროექტი, სახელად Supercraft-ი, რომელიც ძალიან სწრაფი ჰოვერკრაფტის წარმოებას ითვალისწინებს. მანქანის სიჩქარე 130 კმ/სთ იქნება, რაც ერთი შეხედვით, ბევრი არაა (სახელში გამოყენებულ სიტყვა სუპერს ვერ შეესაბამება), მაგრამ აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მას ამ სიჩქარის აკრეფა ნებისმიერ საფარზე შეუძლია. სულერთია, იმოძრავებს ასფალტზე, გრუნტზე, ჭაობზე, წყალზე, ყინულზე, ქვიშაზე თუ სხვაგან - Supercraft-ი ყველგან ერთნაირად მანევრული და სწრაფი იქნება.

    ცნობისათვის, აირბალიშოვანი მანქანების სიჩქარის რეკორდი ამჟამად 90.5 კმ/სთ-ია. Supercraft-ი შედარებით ნკლები სვლის სიშორით გამოირჩევა - თუ 65 კმ/სთ სიჩქარით ივლის, ერთი გაწყობით 193 კილომეტრის გავლა შეუძლია. თუმცა, ეს მაინც ეს იმაზე მეტია, რაც ახლანდელ ელექტრომობილებს შეუძლია. მოძრაობისას, პნევმატური ბალიშების წყალობით, ის გზის ზედაპირიდან თითქმის 200 მილიმეტრითაა დაშორებული, რაც მის მაღალ გამავლობას უზრუნველყოფს.

    გარეგნულად Supercraft-ი ძლიერ ჰგავს ავტომობილს (თუ შორიდან დაინახავთ). მართალია, ბორბლები არ აქვს, მაგრამ წინ მოთავსებული ორი მძლავრი ვენტილატორი ბორბლების ეფექტს ქმნის. მათს ტრიალს ორროტორიანი ძრავი (მისი ტიპი დაკონკრეტებული არაა) უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 60 ცხენის ძალაა. მასთან წყვილში ორი ელექტრო ძრავი იმუშავებს, რომლებსაც ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი უზრუნველყოფს.

    Supercraft-ი ქრომისა და ალუმინის მილებისგან შეკრულ სივრცულ ჩარჩოს დაეყრდნობა, ძარა კომპოზიციური მასალისგან დამზადდება. ეს ყველაფერი სიმსუბუქეს და სიმტკიცეს უზრუნველყოფს. მანქანის მშრალი წონა სულ რაღაც, 318 კილოგრამი იქნება. Mercier-Jones-ის ინფორმაციით, მისი აირბალიშოვანი მანქანის გამწევი ძალის ფარდობა წონასთან მხოლოდ 0.208 იქნება, რაც უხილავ ბომბდამშენ B-2 Spirit-ის ანალოგიური მაჩვენებლის ტოლია.

    დაბოლოს ფასი: Mercier-Jones-ი აცხადებს, რომ ასეთი საოცარი ყველგანმავალის საბაზო ფასი 75 000 დოლარი იქნება. Supercraft-ზე შეკვეთების შესრულება მასში დაიწყება. პირველი 10 ეგზემპლარი საკოლექციო მოდელი უნდა იყოს. ოქტომბრამდე კი დამატებით 50 ცალი მანქანაც დამზადდება.
    წყარო
    1 218 ნახვა
    Загрузка...
    22-03-2014, 03:40
    Загрузка...
    Загрузка...