X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
როცა ...
  • როცა ...

    როცა აღმართზე მიეყინა აპრილს კვირტები,
    როცა ზამთარში უშენობა ჩახერგავს წყაროს.
    მე წარსულიდან დაფიქრებით დაგაკვირდები,
    და მაინც ვეჭვობ ჩემზე მეტად სხვამ შეგიყვაროს.
    როცა კოცნისგან გეთბილება ქარში თითები,
    შენი ღიმილი ვინც არ უნდა ათასჯერ თვალოს,
    და მე კი ჩუმად მონატრებით გავიცვითები,
    არ გეტყვი, მაგრამ უფრო მეტად ვინ შეგიყვაროს.
    როცა სამკაულს დააბნევენ გულზე ფერიას,
    და შლეგმა სატრფომ მზის ამოსვლას რომ შეგადაროს,
    მათ არ იციან, ჩუმი სწრაფვა რა ოხერია,
    და უფრო, უფრო არ მგონია სხვამ შეგიყვაროს.
    მერე შემთხვევით ამტკივდება შენი თვალები,
    როცა ზამთარში მივიწყება ჩახერგავს წყაროს,
    მერე რა მოხდა, გაგიჟებით ბევრს ეყვარები,
    და მაინც ვეჭვობ, ჩემზე მეტად სხვამ
    შეგიყვაროს...
    ---------------------------------------------
    სანამ ხიდს დაწვავ დარწმუნდი , რომ იქ არავინ დგას, არავინ არ გელოდება და მეორე ნაპირი ნამდვილად აღარ გჭიდრება...
    1 223 ნახვა
    Загрузка...
    22-03-2014, 03:45
    News-ები
    Загрузка...