X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
მეოთხე თაობის Cadillac Escalade
  • მეოთხე თაობის Cadillac Escalade

    “კადილაკმა” წარმოადგინა წლის მთავარი სიახლე - მეოთხე თაობის Escalade.

    გარეგნულად ეს ყველგანმავალი განსხვავდება წინამორბედისგან რადიატორის გისოსით, რომელიც მაღალ სიჩქარეზე ავტომატურად იხურება, დიოდური ოპტიკით და განსხვავებული ბამპერით. სალონში განსხვავება მეტია, მაგალითად, გაჩნდა ორი ეკრანი, რომელთა დიაგონალი შეადგენს 12.3 და 8 დუიმს.
    “კადილაკის” ახალმა მანქანამ მიიღო თანამედროვე მოდელებისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობები, მათ შორის, ნავიგაციის სისტემა, Bluetooth, Blu-Ray-ის პლეიერი, “ბრმა” ზონების მონიტორინგისა და გზიდან გადასვლის კონტროლის სისტემები. ეს ყველაფერი მანქანას საბაზო კომპლექტაციაში მოყვება.

    Auto Bild

    ტექნიკური თვალსაზრისით, ყველგანმავალმა ასევე მიიღო რამდენიმე ცვლილება. მაგალითად, გაიზარდა ბენზინის 6.2-ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე. ახლა, ის გამოიმუშავებს 420 ცხენის ძალას, იმ დროს, როცა წინა ვერსია 409 ცხენის ძალისა იყო.
    ავტომობილი ამერიკულ ბაზარზე 2014 წლის დასაწყისში გამოჩნდება. Cadillac Escalade-ის შეძენა ორი ვერსიით შეიძლება: სტანდარტული და საბურავების გაზრდილი ბაზით. მეორე შემთხვევაში, მანქანა მიიღებს რვა სამგზავრო ადგილს.

    Auto Bild

    ყველგანმავალის კონსტრუქციებში უფრო მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით, ავტომობილი შესამჩნევად მსუბუქი გახდა.


    წყარო
    1 211 ნახვა
    Загрузка...
    23-03-2014, 02:01
    Загрузка...