X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
მე ის დამპირდა, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებოდით
  • მე ის დამპირდა, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებოდით

    ვზივარ მაგიდასთან, უეცრად მარჯვნივ ვიხედები ფანჯარაში, აი ისე საყვარლად თოვს... შენზე ვწერ, ჰო შენზე იქნებ არც ღირდეს მაგრამ... უბრალოდ გონება მაიძუულებს ასე. რატომ უნდა ვიფიქრო სხვაზე, როდესაც შეიძლება ვიფიქრო შენზე... შენზეე.... ან თუნდაც კვლავ შენზე.
    აი ახლა იცი რა გამახსენდა? ერთად რომ ვუყურებდით მზის ამოსვლას და ჩემი ხელი რომ მაგრად გეკავა და რომ მითხარი „მეშინია“- ო გახსოვს? მე ვერ გავიგე რა იგულისხმე და არ მივაქციე შენს სიტყვებს ყურადღება. ვიხსენებ შენთან გატარებულ ყოელ წამს, ვიცოდი რომ გიყვარდი და იცოდი რომ მიყვარდი, მაგრამ რატომღაც არცერთს არ გვითქვამს ერთმანეთისთვის „მიყვარხარ“ ანკი რა აზრი ქონდა 9 ასოსაგან შემდგარი სიტყვის თქმას როდესაც ვგრძნობდით ამას. უშენოდ ყველაფერმა აზრი დაკარგა, იცი? ყოველ ღამე გხედავ სიზმარში ისეთს როგორიც იყავი, მაგრამ თურმე უკან აღარავინ და აღარაფერი ბრუნდება. რატომღაც მგონია რომ დაბრუნდები. იცი როგორ გელოდები? რომ ვიღვიძებ საშინელი სევდა მომყვება სიზმრებიდან. ყოველ ღამე შენს ფიქრებში მეძინება, მერე როდესაც ვიიღვიძებ და შენ არ მხვდები ვგიჟდები, ცრემლებისაგან ვიღვრები. შენს სურათს ვიღებ გულში ვიხუტებ და თან ჩამქრალი თვალებიდან ცრმლების გროვა ეკიდება ნიკაპს. გული ვეღარ იტევს ამდენს, შენს ლოდინში გადის დღეები, შენს თავს ფიცავარ სულ გელოდები ფანჯარაში შენი სურათით ხელში. რატომღაც მგონია რომ მოხვალ ისევ ჩამიკრავ გულში ისე როგორც ადრე მიკრავდი. უკვე ჩვევად მექცა შენი ლოდინი. აი იმ დღეს ვერ ვივიწყებ... ჩვენი შეხვედრის ბოლო დღეს პალატაში. ფრთხილად შემოვაღე კარები, ნახევრად თვალები გეხუჭა და ძალიან ჩქარა სუნთქავდი. მოგიახლოვდი, გვერზე ჩამოგიჯექი შენი ხელი ფრთხილად ავიღე და ვაკოცე. ტუჩები უკვე გაგლურჯებოდა, თავზე თმა აღარ შეგრჩენოდა. ერთდროს სიცოცხლით სავსე მწვანე ვალები ჩამქრალიყო, ბურუსი გადაფარვოდათ. მახსოვს, ლაპარაკი არ შეგეძლო, მაგრამ მაინც მიღიმოდი მეც გაგიღიმე, მაგრამ გულმა ვეღარ გაუძლო და ტირილი დავიწყე. არ მინდოდა მტირალი გენახე, თავი შევაბრუნე მერე ცრემლები შევიმშრალე, შემოგხვიე ხელები და მთელი ძალით გულში ჩაგიკარი. მაშინ მივხვდი რომ შენმა გულმა ცემა შეწყვიტა. ბოლო ხმაზე ვწიოდი, მერე გოება დავკარგე და ბევრი თეთრხალათიანის გარდა აღარაფერი მახსოვს.
    ახლა? ახლა კი ყოველ დღე ავდივარ მის სასაფლაოზე ყვავილებით ხელში. ყოველდღე ვწმენდ მის შავ-თეთრ გაციებულ ქვას. და ახლაც კვლავყოველ ღამე მესიზმრება მიისი მწვანე თვალები, ის თვალები ერთდროს სიცოცხლით სავსენი რო იყნენ.
    15 იავარი იყო, ზღვაზე ავედი, წყალი საშინლად ცივი იყო. რაც უფრო ღრმად შევდიოდი, მით უფრო შემოდიოდა სხეულში სიცივე. ვიხედებოდი ცაში, იმის იმედით რომ ის კვლავ დაბრუნდებოდა. მჯერა რომ ის ჩემთან იქნება. მე ის დამპირდა რომ არ მიმატოვებდა. დამპირდა რომ ჩვენ ოდესმე კვლავ ერთად ვიქნებოდით
    და... იმ დღის შემდეგ გოგონა აღარავის უნახავს. ახლა ისინი კვლავ ერთად არიან სადღაც შორს მოშორებით ამ ბოროტებით სავსე ქვეყნისაგან, რადგან მან მას დაპირდა რომ ისინი ერთად იქნებოდნენ...
    1 827 ნახვა
    Загрузка...
    23-03-2014, 02:07
    Загрузка...