X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ანრი ჯოხაძის მორიგი ხმაურიანი პროექტი - რატომ ადარებს მალენას შორენა ბეგაშვილს
  • ანრი ჯოხაძის მორიგი ხმაურიანი პროექტი - რატომ ადარებს მალენას შორენა ბეგაშვილს

    ანრი ჯოხაძე ერთ-ერთია იმ ქართველ მომღერალთაგან, რომლებიც არასდროს ჩერდებიან და საკუთარ თაყვანისმცემლებს ახალ-ახალ სიმღერებსა და კლიპებს ჩუქნიან. ანრი თავად იღებს ვიდეორგოლებს, ამონტაჟებს, სიმღერებსაც თავად ქმნის, ტექსტებსაც, მოკლედ, უნივერსალური ადამიანია.

    ახლახან საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ძალიან საინტერესო ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ია ნინიძე მონაზონის ფორმაშია გამოწყობილი და შორენა ბეგაშვილს წითელი კაბა აქვს მორგებული, როგორც აღმოჩნდა, ეს ორი ქალბატონი და კიდევ მაკა შალიკაშვილი, კრისტი ყიფშიძე და ია ნინიძის ქალიშვილი, ნინო ანრის ახალი პროექტის მონაწილეები არიან, ვიდეორგოლისა სიმღერაზე „განა ყველა ქალი ქალია?!..“
    ანრიმ მოახერხა და რომანტიკულ სიმღერაში სოციალური თემატიკა შეიტანა.

    ანრი ჯოხაძე:

    - მართალია, საკმაოდ ხმაურიანი სათაური გამოვიდა, მაგრამ მთლიან ტექსტს რომ მოისმენთ, მიხვდებით, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ქალის დამცირებისკენ. უბრალოდ, რომანტიზმი შოუბიზნესში ყოველთვის აქტუალურია და თუკი ამას სოციალურ საკითხებსაც დავუმატებთ, კიდევ უფრო აქტუალური გამოდის. მე აქცენტს პრობლემურ საკითხებზე ვამახვილებ.
    მინდოდა, კლიპში სხვადასხვა ტიპის ქალები გამოჩენილიყვნენ. ია ნინიძე მონაზონს ასახიერებს, რომელიც ლოცულობს. მართალია, საქართველოში რელიგიურ თემებს ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, მაგრამ მსურდა, ამ გზით პატივისცემა გამომეხატა მონაზონებისადმი, რომლებიც, ჩემი მოსაზრებით, დედამიწის ზურგზე ყველაზე ღირსეული ქალბატონები არიან. მაკა შალიკაშვილი პატიმარ ქალს განასახიერებს. ესეც ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა საქართველოში. ქალები სჩადიან სხვადასხვა სახის დანაშაულს სხვადასხვა ფაქტორის გამო. შორენა ბეგაშვილი ლამაზი ქალია, „მალენა-ობრაზნი“, ხომ არიან ასეთი ქალები, რომლებიც ყველასთვის სასურველები გახლავან?
    - შორენასთან ერთად რომ კოტრიალობ, ის ფოტო ვნახე „ფეისბუქზე“.
    - არ ვკოტრიალობ. სადაც შორენას ვიღებდით, დაფაზე, შესვენებისას, მეც წამოვწექი და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადავიღე.
    - კლიპის პრემიერა როდის გველოდება?
    - აპრილის დასაწყისში. ახლა მონტაჟდება. კლიპს მაია ასათიანის „პროფილში“ წარვადგენ.
    - ხომ არ ფიქრობ, რომ მაინც იქნება გამოხმაურება სათაურზე?
    - არა მგონია. არ ვიცი, ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ ყველა ქალი ქალი არ არის და არც ყველა კაცია ნამდვილი მამაკაცი (იღიმის).
    1 881 ნახვა
    Загрузка...
    23-03-2014, 04:04
    News-ები
    Загрузка...