X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
მოსაზრება ქართველურ ენებზე
  • მოსაზრება ქართველურ ენებზე

    ქართულ ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი (მხედრული), რომელიც არის ნუსხურის განვითარების შედეგი, ხოლო ნუსხური კი, თავის მხრივ, მიღებულია ასომთავრულისაგან (იგივე მრგლოვანი). თანამედროვე მხედრული შეიცავს 33 ასოს, რაც სრულყოფილად ასახავს თანამედროვე ქართული ენის ბგერით (ქართული ენაში 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანია) შედგენილობას.
    არსებობს მოსაზრება რომ ქართველური ენები ენათესავება ხათურს და ეტრუსკულ, პელასგურ და ბასკურ ენებთან ერთად ეკუთვნიან ინდოევროპულამდელ ენათა ოჯახს. არსებობს აგრეთვე მოსაზრება რომ ქართველური ენები ინდოევროპულ და ზოგ სხვა ენათა ოჯახთან ერთად ნოსტრატულ ენებს ეკუთვნიან.
    თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძისა და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.
    1 489 ნახვა
    Загрузка...
    23-03-2014, 13:54
    Загрузка...