X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
იუბილარი - შუაძრავიანი კონცეპტი Chevrolet Corvette CERV II
  • იუბილარი - შუაძრავიანი კონცეპტი Chevrolet Corvette CERV II

    Chevrolet Corvette ალბათ მთელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სუპერ ავტომობილია. ყოველ შემთხვევაში, გაყიდვების მოცულობით, მას ვერცერთი სხვა მსგავსი ტიპის ავტომობილი ვერ შეედრება. მისი ისტორია ნახევარი საუკუნის წინ დაიწყო და ახლახანს ესტაფეტა მეშვიდე თაობის Chevrolet Corvette Stingray-მ ჩაიბარა, რომელიც საკმაოდ თამამი ფორმებით გამოირჩევა.

    თუმცა ყველამ როდი იცის, რომ სანამ პირველი „კორვეტი“ გამოვიდოდა, მას რამდენიმე, გაცილებით თამამ სტილში შესრულებული კონცეპტუალური წინაპარი ჰყავდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია შუაძრავიანი Chevrolet Corvette CERV II, რომელიც 1964 წელს შეიქმნა. ამ ავტომობილის ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, „შევროლე“ მას ქალაქ კარლაილში (შტატი პენსილვანია), „კორვეტების“ ყოველწლიურ შეკრებაზე გამოფენს.

    აბრევიატურა CERV ნიშნავს: შევროლე ინჯინიარინგ რისერჩ ვიიქლ. ამ შემთხვევაში, სიტყვა რისერჩ (კვლევა) სიჩქარესთანაა დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ „კორვეტის“ მთავარ ინჟინერ ზორა არკუს-დუნტოვს სურდა, რომ რაც შეიძლება სწრაფი ავტომობილი შეექმნა, რისთვისაც იმ დროისთვის, ინჟინერთა ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა.

    მიზნის მისაღწევად, ავტომობილი შუაძრავიანი გააკეთეს. ამასთან, მას ყველა ბორბალი წამყვანი ჰქონდა. ძრავი ალუმინის 6.2-ლიტრიანის V8, ავტომობილის ბაზაში განლაგდა. მისი სიმძლავრე 500 ცხენის ძალას აღწევდა. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მონოკოკურ სტრუქტურაზე აგებულ ავტომობილს, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 2.5 წამში აეკრიფა. მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ს აღწევდა. ამ მაჩვენებლებით, ეს ავტომობილი დღესაც ყველაზე ტემპერამენტიან სუპერ ავტომობილებს შორის იქნებოდა.

    არკუს-დუნტოვს სურდა, რომ რომ მის შედევრს საერთაშორისო რბოლებში გაეთქვა სახელი. მისი ოცნება ლე მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობა იყო. მაგრამ სამწუხაროდ, ეს ოცნება არ აუსრულდა, რადგან General Motors-მა თავისი მოტროსპორტული აქტივობები შეწყვიტა. ამით განაწყენებულმა ინჟინერმა კომპანია დატოვა და ჯიმ ჰოლის გუნდ Chaparral-ში გადავიდა.

    გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, დუნტოვმა CERV II და მისი წინამორბედი CERV I, საკუთარ გარაჟში დამალა, რათა GM-ს ისინი არ გაენადგურებინა. ასეა თუ ისე, ამერიკული კომპანია დღეს ამ ავტომობილებით საფუძვლიანად ამაყობს. თუმცა, გენერლები რომ ამ კონცეპციას მიჰყოლოდნენ და სერიული „ვეტეს“ შეთანწყობაც შუაძრავიანი ყოფილიყო, ეს ავტომობილი დღეს ალბათ გაცილებით პოპულარული იქნებოდა.
    წყარო
    1 428 ნახვა
    Загрузка...
    24-03-2014, 05:30
    Загрузка...