X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
სად მიდის სიყვარული?!
  • სად მიდის სიყვარული?!

    რატომ ხდება, რომ რამდენიმე წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა ინგრევა, ან დანგრევის პირას მიდის?!
    ამის ახსნას ბევრი წყვილი ცდილობს. როცა ნამდვილი სიყვარულია, იქ თითქოს ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, თავდაპირველად ასეც ხდება ხოლმე, რაღაც დროის შემდეგ, როცა წყვილი ერთმანეთს ეჩვევა და "ისაკუთრებს" მოთხოვნებიც შესაბამისად იზრდება, რაც დრო გადის, მით მეტად იჩენს თავს პიროვნული თვისებები და ადამიანურ ბუნება. კონფლიქტი ხშირდება, ვინაიდან ის იდეალი "ქალი" და "მამაკაცი" ერთმანეთისთვის გაუცხოვდა და უჭირთ შეგუება მათთვის ერთი შეხედვით "უცხო პირთან". ერთმანეთის მიმართ დიდი ვნების და სურვილის დაუკმაყოფილებლობა კი ახალგაზრდა წყვილისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქიკურად ანგრევს მათ.
    იდეალური ურთიერთობის შესანარჩუნებლად, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა დიდი სიყვარულია საჭირო, რაღაც დროის შემდეგ, როცა დარწმუნდებით, რომ ის თქვენი მეორე ნახევარია, გადადეთ გვერდით არასასურველი აზრები და პრობლემები, თორემ დაკარგულ სიყვარულს, სინანულით ვეღარ უშველით!


    მოამზადა: თაკო არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG. COM-სთვის.
    1 556 ნახვა
    Загрузка...
    24-03-2014, 11:45
    Загрузка...
    Загрузка...