X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
BMW ვილა დ’ესტეზე ორ კონცეპტს წარადგენს
  • BMW ვილა დ’ესტეზე ორ კონცეპტს წარადგენს

    კლასიკური ავტომობილების ფესტივალ-გამოფენებს შორის, როგორებიც მთელს მსოფლიოში ბევრი ტარდება, ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურესი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარულია. მასზე ხშირად ავტომწარმოებლები და დიზაინ ატელიეები კონცეპტუალურ ავტომობილებსაც კი წარადგენენ ხოლმე. ეს ფესტივალი ჩრდილოეთ იტალიაში, ტბა კომოს ნაპირზე არსებულ დ’ესტეს საგვარეულო მამულში იმართება ხოლმე და უკვე ათი წელია, მას BMW სპონსორობს.

    შესაბამისად, ბავარიელები ფესტივალზე საკუთარ კონცეპციებს უჩვენებენ ხოლმე, რომლებიც ყოველთვის დამთვალიერებელთა და სპეცალისტთა ყურადღების ცენტრში ექცევა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც წლევანდელი ფესტივალი იქნება, სადაც BMW ორ კონცეპტს გაიტანს. ამათგან ერთი ავტომობილი იქნება და მეორე - მოტოციკლი.

    ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურესი განსაკუთრებული იქნება არამხოლოდ ორგანზატორებისთვის, არამედ მისი სპონსორებისთვისაც. მათ შორის, BMW-ს ჯგუფში შემავალი Rolls-Royce-სთვისაც, რომელსაც წელს 110 წელი შეუსრულდა. კონკურსის უცვლელი მონაწილე, იტალიური Maserati კი 100 წლის გახდა. რა ტიპის კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს კონკურსზე, ამას ბავარიული კომპანია ჯერჯერობით არ გვიმხელს. ამჯერად შეგვიძია მხოლოდ მისი წინ რამდნმე კონცეპტი განვიხილოთ. ესენია Gran Lusso Coupe, M1 Homage და BMW Zagato Coupe (ფოტოზე).

    ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსი 85-ედ ტარდება. ის 23-25 მაისს გაიმართება.
    წყარო
    1 231 ნახვა
    Загрузка...
    25-03-2014, 08:26
    Загрузка...