X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
BMW-Toyota-ს ჰიბრიდული სპორტსმენი კონდენსატორებით
  • BMW-Toyota-ს ჰიბრიდული სპორტსმენი კონდენსატორებით

    BMW-ს და Toyota-ს პარტნიორობაზე, რომელიც პირველ რიგში, სპორტული ავტომობილების ერთობლივად შემუშავებას ითვალისწინებს, საავტომობილო მედიაში საკმაოდ ხშირად ჩნდება ცნობები. აბა რა იქნება - ჯერ პირველი პროექტი არ დაუსრულებიათ და უკვე თანამშრომლობის გაფართოებაზე ლაპარაკობენ. თანაც, ამ პროექტისგან ბევრი Toyota Supra-ს დაბრუნებას ელის, BMW-სგან კი რაღაც სრულიად ახალს...

    ახლახანს მორიგი ახალი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც გვამცნობს, რომ სპორტული ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება. მას შასი და შიდაწვის ძრავი გერმანული ექნება, ელექტრულ-ჰიბრიდული ტექნოლოგიები კი - იაპონური. ამასთან, ავტომობილის ბავარიული ვარიანტი ალუმინისა და კარბონის კომპოზიტის გამოყენებით დამზადებულ შასიზე აიგება, Toyota კი (შესაძლოა BMW-ც) ელექტრო ენერგიის დასაგროვებლად, მძლავრ კონდენსატორებს გამოიყენებს.

    კონდენსატორებს სპორტული ავტომობილისთვის ერთი განსაკუთრებული უპირატესობა აქვს - საჭირო აღარაა ელემენტების მძიმე ბლოკის გამოყენება - სპორტქარებისთვის კი სიმსუბუქე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, კონდენსატორებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - სწრაფად განიტვირთება და კინეტიკური ენერგიით (სისტემა კერს-ი) მიღებული ელექტრობის დასაგროვებლად უკეთესი ვარიანტია.

    სხვათა შორის, Toyota-მ ლე მანის რბოლისთვის მომზადებული სარბოლი პროტოტიპი სწორედ კონდენსატორებით აღჭურვა. ეს ტექნოლოგია იაპონურ კომპანიას ბევრი პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. მაგალითად, ეგრთ წოდებული ტურბო ლაგის (დაგვიანების) გასწორებაში. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან 2.0-ლიტრიან ოთხცილინდრიან შიდაწვის ძრავს, რომლის სიმძლავრეც დაახლოებით 300 ცხენის ძალაა, მეტწილად ზღვარზე, ხშირი აქსელერაციით მოუწევს მუშაობა.

    გერმანულ-იაპონური ერთობლივი სპორტული ავტომობილის ტრანსმისია, დიდი ალბათობით, სრულ ამძრავიანი (i8-ზე გამოყენებულის მსგავსი), გადაცემათა კოლოფი კი სეკვენტალური იქნება. სპორტქარის ორივე ვერსია დაახლოებით იმავე პროპორციებით შესრულდება, როგორიც Toyota-ს კონცეპტუალურ FT-1-ს აქვს. ამასთან, იაპონური ავტომობილი ამავე კონცეპტის სტილში შესრულდება, ბავარიელები კი მას თავიანთ კორპორატიულ სტილს მიუსადაგებენ.
    წყარო
    1 124 ნახვა
    Загрузка...
    25-03-2014, 08:26
    Загрузка...
    Загрузка...