X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
გამიღიმე
  • გამიღიმე

    გამიღიმე,რატომ კეტავ გულის კარებს,
    ნუ მატირებ,და ნუ მიღვრი ცრემლად თვალებს,
    ლამაზ გრძნობად მიწამე და აღიარე,
    დედამიწას სიყვარული ატრიალებს.
    მინდა გულში ჩავეხუტოთ დედამიწას,
    ცის მნათობებს გიწნავ თმებში, ბროლის თვალებს,
    გრძნობის სხივი დამაფინე, მომენდე და
    გეფიცები ლამაზ გრძნობას გაზიარებ.
    მთვარეს შევთხოვ დაგვეღვაროს ლამაზ ნატვრად,
    მზის სხივი ხომ უკვე ღიმილს ვაზიარეთ,
    დედამიწას ვარსკვლავები, სიცოცხლე და
    სიყვარულით სავსე გული ატრიალებს.

    უცნობი ავტორი
    1 322 ნახვა
    იტვირთება...
    25-03-2014, 08:31