X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
თიკო სადუნიშვილმა შორენა ბეგაშვილის სილამაზის საიდუმლო აღმოაჩინა
  • თიკო სადუნიშვილმა შორენა ბეგაშვილის სილამაზის საიდუმლო აღმოაჩინა

    “შოკომანია“ _ სილამაზის საიდუმლო პარიკში ყოფილა“ - ამ სტატუსის ავტორი თიკო სადუნიშვილი გახლავთ. ტელეწამყვნმა სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ძალიან ჰგავს შორენა ბეგაშვილს.

    მთავარი მსგავსება – თმაა. ფაქტი სახეზეა, რომ შორენა ბეგაშვილს წლების მანძილზე ვარცხნილობა არ შეუცვლია და ზუსტად ისეთ თმას ატარებს, როგორი პარიკიც ფოტოზე თიკო სადუნიშვილს ახურავს.

    შორენასთან მსგავსება თიკოს “ფეისბუქის“ მეგობრებმაც აღმოაჩინეს. “ეს შორენაა “ოცნების ქალაქის“ გადაღებებზე“ - წერს რეჟისორი დათო იმედაშვილი.

    საინტერესოა, როგორ შეხვდება შორენა ბეგაშვილი თიკოს ხუმრობას, რადგან რამდენიმე თვის წინ მათ შორის არსებულ დაპირისპირებაზე პრესასა და ინტერნეტმედიაში აქტიურად იწერებოდა.
    2 222 ნახვა
    იტვირთება...
    25-03-2014, 10:00