X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
როგორ მოხვდა გია ჯაჯანიძის ყელზე მაია ბარათაშვილის პენუარი
  • როგორ მოხვდა გია ჯაჯანიძის ყელზე მაია ბარათაშვილის პენუარი

    ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე მუდმივად ყურადღების ცენტრშია და მისი პერსონა აქტუალურობას არ ჰკარგავს. ერთი წლის წინ გავიგეთ, რომ ზაზა მარჯანიშვილის კლუბ ''ზაზანოვაში'' მუსიკალური საღამო გაიმართა, რის შემდეგაც აუქციონი მოეწყო, სადაც მაია ბარათაშვილის პირადი ნივთები გამოიტანეს. მათ შორის იყო მომღერლის პენუარიც, რომელიც ერთ-ერთმა ცნობილმა მამაკაცმა საკმაოდ მაღალ ფასად შეიძინა. იდუმალი მამაკაცის ვინაობა დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ რჩებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ პენუარის მფლობელი გია ჯაჯანიძე გახლდათ და ინტერვიუზე სახლში ვესტუმრეთ.

    - გია, როგორ მოხვდით აუქციონზე?
    - მე და მარინა სალუქვაძე დიდი ხნის მეგობრები ვართ. როგორც იცით, მარინა ზაზას მეუღლეა და ხშირად ვსტუმრობ მათ კლუბს. ერთხელ ძალიან კარგ საღამოზე დამპატიჟეს. როდესაც პოეზიის საღამო დამთავრდა, აუქციონი გაიმართა, სადაც მაია ბარათაშვილის ნივთები გამოიტანეს. საერთოდ არ ვარ აზარტული ადამიანი, მაგრამ აუქციონზე ძალიან დიდი გართულება მაქვს. თუ ნივთი მომეწონა, მიჭირს მასთან განშორება. თავიდან მაიას სამკაულები, ავტოკალამი და აქსესუარები გამოიტანეს, არაფერმა მიიქცია ჩემი ყურადღება, მაგრამ როდესაც პენუარი დავინახე მისი შეძენა მომინდა (იღიმის). მაიას დიდი ხანია ვიცნობ, ძალიან გონიერი, ინტელექტუალი ქალბატონია. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, არ ვიცი, სხვები როგორ უყურებენ, მაგრამ ძალიან სექსუალური ველი აქვს. გულგრილად ვერ ვუყურებდი. მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლეში დაბალი ვარ, მომწონს მაღალი და გემრიელი ქალები. პენუარი რომ დავინახე ჩემს თავში უამრავი რაღაც დატრიალდა. არანაირი სექსუალური გადახრა არ მაქვს ნივთებთან დაკავშირებით, მაგრამ აუცილებლად უნდა შემეძინა.

    Rating

    - ალბათ დარბაზს ძალიან მოეწონა
    - რა თქმა უნდა, ყიდვა მომინდა იმიტომ, რომ მაიას პენუარი იყო, თან ძალიან ლამაზი ფერის მოდელია. ხშირად ამბობენ, რომ რაღაცებს პრესის და ტელევიზიის გამო ვაკეთებ, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ერთი წელი გავიდა და იქ არც პრესა ყოფილა და არც ტელევიზია.
    - რამდენად შეიძინეთ?
    - საწყისი ფასი 80 ლარი გახლდათ და საკმაოდ ძვირად შევიძინე. აუქციონის დროს, მხოლოდ ერთხელ დაიძახა ვიღაც გოგონამ თავისი ფასი, შემდეგ წავიდა კაცების ომი. იმდენი ფული აღარ მქონდა, მაგრამ არ გავჩერდი, ვფიქრობდი, რომ ყველა ახლობელი იყო და ფულის ნაწილს მერე მოვიტანდი. საოცარი საღამო იყო, დავიხოცეთ სიცილით. სახლში რომ მოვიტანე არ ვთქვი (იცინის). გარშემოც არავისთვის მითქვამს.

    Rating

    - სად მიუჩინეთ პენუარს ადგილი?
    - ჩემს აქსესუარებთან, იმიტომ რომ მივხვდი, მისგან ულამაზესი აქსესუარი გამოვიდოდა. ერთხელ ერთ საღამოზე გულსაბნევად მეკეთა და ვერავინ მიხვდა, რომ რეალურად პენუარი იყო. მომწონს როდესაც ჩემს გულსაბნევს უყურებენ და არ იციან, რომ ეს მაია ბარათაშვილის პენუარია. აქვე ხაზს გავუსვამ იმას, რომ პენუარს კი არ ვიცვამ, გულზე მაქვს დაბნეული (იცინის).

    1 809 ნახვა
    Загрузка...
    25-03-2014, 10:01
    Загрузка...