X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ნიკო ბერიძე გაბრაზებულია - ''ჟიური ძალიან არაკომპეტენტური იყო ჩვენს მიმართ''
  • ნიკო ბერიძე გაბრაზებულია - ''ჟიური ძალიან არაკომპეტენტური იყო ჩვენს მიმართ''

    გუშინ, ''ორი ვარსკვლავის'' მეორე ტური ნინო გაჩეჩილაძის და ნიკო ბერიძის წყვილმა დატოვა. ''ნურაფერი გაგიკვირდებათ მეგობრებო, ეს საქართველოა. ყველაზე მეტი პარადოქსები აქ ხდება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მიყვარხართ''- ასე გამოეხმაურა პროექტის დატოვებას ნინო გაჩეჩილაძე. ნიკო ბერიძე კი ფიქრობს, რომ პროექტის ჟიური არაკომპეტენტურია და მათმა დუეტმა დაუმსახურებელი შეფასებები მიიღო.

    - სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ გავვარდებოდით. გული დამწყდა. პირველ რიგში ნინო არ იყო ღირსი, რომ დაგვეტოვებინა პროექტი.
    - თქვენი ნამღერი მოგეწონა?
    - ნომრით კმაყოფილი ვარ. ჟიურის კომენტარს, რომ დუეტი ვერ შედგა, არ ვეთანხმები. რქებით გავიტან ჩემს სიმართლეს და მათ ბოლომდე შევედავები. პროექტი რომ დავტოვეთ ჩემს თავზე გული დიდად არ დამწყდა, იმიტომ რომ მე სხვაგან ვარ და ეგ პროექტი კიდევ სხვაგან დაფრინავს. ვისთანაც მიმღერია კონკურსებში ყველამ მოიგო და ვამბობდი, ნინოსაც უნდა მოვაგებინო-მეთქი. როდესაც ვნახე, რომ ნინოს მაინცდამაინც არ უნერვიულია, გულზე მომეშვა.
    - არ ხარ ''ორი ვარსკვლავით'' კმაყოფილი?
    - პროექტით კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი გუნდია. მაგრამ… არც ვიცი, როგორ აგიხსნათ ჩემი ნათქვამი (იცინის)
    - რასაც ფიქრობ, ის გვითხარი. პროექტს ბევრი აკრიტიკებს. ამბობენ, ისეთი წყვილები დარჩნენ, ვინც ვერ მღერიან და ისეთებმა დატოვეს, ვინც კარგად მღეროდაო.
    - ეს მათი სუბიეტური აზრია… ნუ მოკლედ, თეონა კონტრიძემ რომ მითხრა, როკში იმღერეო, მისი მხრიდან კომპლიმენტი არ ყოფილა, მაგრამ, მე კომპლიმენტად მივიღე და ძალიან გამიხარდა. ყველა სიმღერას სწორი აღქმა სჭირდება. ჩემს ჟანრში ვინც მოღვაწეობს ასეთ პროექტებში არ გადიან ხოლმე. ამიტომ ვამბობ, მე სხვაგან ვარ და ეს პროექტი სხვაგან არის-მეთქი.
    - როგორც ვხვდები, თეონა კონტრიძეზე ხარ ნაწყენი.
    - ნაწყენი არავისზე არ ვარ. უბრალოდ ყოველთვის სჯობია, შენ რაც ხარ, ის იყო. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას გეტყვის. რაც არ უნდა გითხრან, ყოველთვის ის უნდა გააკეთო, რასაც სწორად თვლი და ინდივიდუალურობა არ უნდა დაკარგო.
    - პროექტის დატოვების შემდეგ ვის უგულშემატკივრებ? ვინ იმსახურებს მოგებას?
    - ეს ძალიან რთული კითხვაა. ჩემი მეგობრები არიან გიორგი ჩიქოვანი და ლევან ჯავახიშვილი და ამ ორ მონაწილეს ვგულშემატკივრობ.
    - ფიქრობ, მოგების შანსები მათ აქვთ?
    - ამ შოუში არავის არ აქვს არაფრის შანსი. შოუა და ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მაინც ვიტყგვი, რომ ჟიური ძალიან არაკომპეტენტური იყო ჩვენ მიმართ. ხანდახან ისეთ კომენტარს ამბობდნენ, რაც არ გვეკუთვნოდა. მომღერლებს არ უნდა შეგვხებოდნენ. მომღერლის შეფასებას ეს შოუ არანაირად არ ითვალისწინებს. გიორგი ჩიქოვანზე და ანი კეკუაზეც გააკეთეს ცუდი კომენტარი… როგორი დეტონაციებიც არ უნდა ყოფილიყო, მათ ნამღერში, ეს არ უნდა ეთქვათ, ''ორი ვარსკვლავი'' არაპროფესიონალების კონკურსია და ისინი უნდა შეაფასო. მათ კომენტარი უნდა გააკეთონ ვთქვათ ვახტანგ რჩეულიშვილზე და სხვა არამომღერალ მონაწილეებზე.
    - ჟიურის შეფასების შემდეგ ნინოს რაღაც გადაულაპარაკე. გაგვიმხელ რა უთხარი?
    - ვუთხარი, ძალიან მაგარი ხარ-მეთქი.
    - რა გეგმები გაქვს? კონკურსებში მონაწილეობას კიდევ მიიღებ?
    - ''ორი ვარსკვლავის'' მსგავს გასართობ კონკურსებში მონაწილეობაზე აუცილებლად დავთანხმდები. ბევრი გეგმა მაქვს. უახლოეს მომავალში მე და გიორგი ჩიქოვანი ჩვენს სიმღერაზე კლიპის გადაღებას ვგეგმავთ.

    2 135 ნახვა
    Загрузка...
    25-03-2014, 10:01
    Загрузка...
    Загрузка...