X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ნუ გადადებ ხვალისთვის იმას რაც შეგიძლია საერთოდ არ გააკეთო.
  • ნუ გადადებ ხვალისთვის იმას რაც შეგიძლია საერთოდ არ გააკეთო.

    1. ქორწილში იმხელა სუფრა იყო გაშლილი, რომ სანამ სუფრის ბოლოში ლიმონათს მიიტანდნენ ვადა გასდიოდაო.



    2. რას ამბობ როოოუ, გურიაში სტუმრათა რო ვიყავ, იგრეთი ნესტი იყო ნასკებს იღლიაში ვარშრობდიო



    3. თედოს ცოლსა იგრეთი კაი ბალღი გაუჩდა, მთელი კვირა მეზობლებ თავისი ცოლები თედოსთან დაყავდათო



    4. კახელს კითხეს მამაშენთან ეწევი სიგარეტსო?
    - მამაჩემი რა, ბენზინის კალონკა ხომ არ არისო



    5. მამიი, მიტუამ მითხრა იდი ნა *უიო
    - მერე რაშობელძაღლო შენა



    6. ‘ე ბალღი იგეთი შავია, მურიანი ტაფით ნაცემსა გავსო..’



    7. იმდენი დავლიე, ეხლა იგრე ვარ, როგორც ჩაიში ჩამბალი სუხარიო..



    8. კახელი და მისი ნაცნობი შეხვდებიან ერთმანეთს ჰოდა ნაცნობი დაიწყებს:
    როგორ ხარ? კარგად მადლობთ პასუხობს კახელი
    ცოლი როგორ გყვავს :?? კარგად
    შვილები??კარგად
    დედა მამა??? ეგენიც კარგად
    შენი ძმა როგორ არის??ხო ეგეც კარგად……..
    ჰოდა ასე შორიდან რო მოუვლის და ბოლოს ეუბნება
    ძმურად 100$ მასესხეო: კახელი პასუხობს აგერ კეფაზე მაკოცეო
    კი მარა რატოო?
    როგორც შენ დაიწყე შორიდან შემოვლა მეც ისე ვიწყებო.



    9. დაისის ცეკვის დროს პატარძალი ისე ჩქარა ცეკვავდა, სიძე ტაქსითაც ვერ ეწეოდაო.



    10. ქორწილში ისეთი პატარძალი იყო, თამადა სჯობდაო



    ნარკომანი სახლში წამალს შეინახავს, მერე მოძებნის და ვერ ნახულობს, ბოლოს ბებოსთან მივა და ეკითხება.
    -ბებო აქ რომ ნემსი იდო სად არის ხომ არ იცი?
    -ბებო კი არა საქართველოს დედოფალო.



    -შენ ის გიყვარს?

    -არა.

    -გენატრება?

    -არა.

    -კარგად იტყუები

    -მადლობა, ვცდილობ






    -მე პრობლემა მაქვს ალკოჰოლთან!
    -რა პრობლემა?
    -გამითავდა





    ბიჭი ეუბნება გოგოს:
    – ძუ,,,ებით მამას გევხარ.
    – მამაჩემს არა აქვს ძუძუები.
    – ხო, მეც მაგის თქმა მინდოდა.





    კურდღელმა ჩაუარა მგლის ლეკვებს. მიხედ-მოიხედა მგელი ვერ რამოდენიმეჯერ. ლეკვებმა დედას ამბავი მიუტანეს. მგელი კურდღელს დაუდარაჯდა. ჩამოარა კურდღელმა მგელი ვერ შეამჩნია და ლეკვებს ისევ შეაგინა. ამ დროს მგელი გამოხტა სამალავიდან და დაედევნა კურდღელს. შეშინებული კურდღელი გაიქცა და ორ ხის შუაში გაირბინა. მგელიც თან მიჰყვა მაგრამ ვერ გაეტია და გაიჭედა. ვეღარც წინ მიდის და ვეღარც უკან. კურდრელი როგორც იქნა გონს მოეგო, შეაფასა სიტუაცია, მგელს უკნიდან შემოუარა და ჩაილაპარაკა:
    – მე რა თქმა უნდა არანაირი სურვილი არა მაქვს, მაგრამ ბავშვების მოტყუება არ შეიძლება, შეპირებული უნდა შეუსრულო.





    მოდის ზანგი. მხარზე თუთიყუში უზის. ერთი კაცი ეკითხება:
    – სად იშოვე?
    – აფრიკაში. იქ მილონობით არიან. – პასუხობს თუთიყუში.





    პატრულმა გააჩერა მანქანა:
    – თუ შეიძლება თქვენი დოკუმენტები, სერ!
    – რატომ მომმართავთ მასე?
    – იმიტომ, რომ თქვენ გზის მარცხენა მხარეს მოძრაობდით.





    ქმარი სამსახურში მიდის და ცოლს ეუბნება;
    – პიჯაკი გაასუფთავე?
    – გავასუფთავე.
    – შარვალი?
    – კი, გავასუფთავე.
    – ფეხსაცმელები?
    – რა, ფეხლაცმელებსაც აქვს ჯიბეები?!







    ნუ გადადებ ხვალისთვის იმას რაც შეგიძლია საერთოდ არ გააკეთო.





    მიხო რაღაცას აკეთებს. მარო კი იქვე უსაქმურად ზის. მიხომ ერთხელ გახედა, მეორედ… ბოლოს ვეღარ მოითმინა:
    – დედაკაცო, რას დამჯდარხარ?! აწი ტრაკს და მამეხმარე!
    – არ შემიძლია. ხო იცი, ექიმმა ამიკრძალა მძიმეების აწევა





    შუა საუკუნეების ინგლისი. გზაზე მათხოვარი ზის და მათხოვრობს. ტყიდან რობინ ჰუდი გამოდის და მათხოვარს ერთ ტომარა ოქროს აძლევს:
    – მე რობინ ჰუდი ვარ, მდიდარს ვართმევ ღარიბს ვაძლევ.
    მათხოვარი სიხარულისგან აყვირდა:
    – როგორც იქნა მეც გამიმართლა, უკვე ზღაპრულად მდიდარი ვარ!!!
    რობინ ჰუდმა ამირო ხმალი და მათხოვარს გაუყარა სიტყვებით:
    – მე რობინ ჰუდი ვარ, მდიდარს ვართმევ…





    მიხო, რა გაჩუქეს დაბადების დღეზე?
    – აგე იქ ბენტლი რო დგა ხედამ?
    – ?! – ეგეთი ფერის ქუდი!







    მასწავლებელმა დაიბარა მოსწავლის მშობელი:
    – თქვენმა შვილმა მაგიდაზე ბუზი დამიხატა და კინაღამ ხელი მომატეხინა.
    – ეგ რა არის, სააბაზანოში ისეთი ნიანგი დამიხატა, რომ შეშინებული დახატულივე კარიდან გამოვვარდი!





    სკოლის მოსწავლეს ეკითხებიან:
    – რა ქვია ადამიანს რომელსაც არ უსმენენ და ის მაინც ლაპარაკობს.
    – მასწავლებელი.



    - მამიკო, სულ "უფულობა, უფულობა" რომ მესმის, რას ნიშნავს უფულობა?

    - ოო, შვილოო... ფული - ეს ბევრი რამეა; ეს შამპანურებია, მაგარი მანქანები, ქალები...

    - უფულობა?

    - უფულობა - ლუდია, ტროლეიბუსია და... დედაშენია...




    - მამიკო, მე რომ შენხელა ვიქნები, შემეძლება რაც მინდა ის გავაკეთო?

    - არა შვილო, მაშინ უკვე ცოლი გეყოლება.




    ჭიჭიკიას ქუჩაში ძაღლმა უკბინა.

    - ვაიმე, ბატონო, შარვალი ხომ არ გაგიხიათ? - ეცა ძაღლის პატრონი.

    - არა, ქალბატონო, შარვალი ამიკაპიწა და ისე მიკბინა!





    - ჭიჭიკია აქ ცხოვრობს?

    - არა.

    - კაცო, შენ ჭიჭიკია არა ხარ?

    - მე კი ვარ, მარა ეს ცხოვრებაა?





    - რომელმა დებილმა თარგმნა ჩინურად სადღეგრძელო "იხარეთ და იმრავლეთ"?

    - რეზიკო, ნუ ურტყამ იმ ბავშვს თავში ნიჩაბს, თორემ გაოფლიანდები და გაცივდები!




    რეკლამა ვნახე - ნახევრადშიშველი ქალი ეხატა და ტელეფონის ნომერი, იქვე წარწერა: "ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე". დავრეკე; მინდოდა ჰეტეროგენულ ქსელებში IP-მარშრუტიზაციის თაობაზე მესაუბრა. შენც არ მომიკვდე - ეგ ქალი რაღაცეებს მიედ-მოედებოდა.

    უსინდისოდ იტყუებინ რა ეს რეკლამები...




    - თქვენ ბუასილი გაქვთ, და ამასთანავე სკლეროზი.

    - მადლობა ღმერთს! მე მეშინოდა, ბუასილი არ მქონოდა.






    - ბატონო, თქვენ გურული ბრძანდებით?

    - პირიქით, ბატონო, მე მეგრელი ვარ.







    ორი გურული შეხვდა ერთმანეთს.

    - როგორა ხარ?

    - გადასარევად! შენ?

    - მე გადავირიე უკვე!




    აეროპორტის საბაჟოს სიამაყე - კოკერ-სპანიელი ყურშა - საეჭვო ჩემოდანს სუნავდა და ხითხითებდა.






    უცხოელი სტუმრები კახეთში სოფელს ათვალიერებენ. ერთ ეზოსთან გაჩერდნენ. ეზოში მიხოა კაკლის ძირში წამოწოლილი.

    უცხოელები რაღაცას ეუბნებიან გიდს. გიდი:

    - მიხო, უცხოელებმა გთხოვეს ერთი კაკალი მოუწყვიტო.

    მიხომ თავი წამოწია და სტუმრებს უყურებს, კაკალზე კი აშკარად არ აპირებს აძვრომას.

    - მოუწყვიტე ბიჯო ერთი კაკალი!

    - რა კაკალი მოუწყვიტო, თავი ხომ არაფერზე მიგირტყამს!

    სტუმრები ყაყანებენ. გიდი უკვე ევედრება მიხოს:

    - მოუწყვიტე ბიჯო ერთი კაკალი, რა იქნება! ფულს მოგცემენ, ისე კი არ უნდათ...

    - გაიკეთონ თავიანთი ფული... - წამოწვა მიხო ისევ ბალახებში.

    - მილიონს მოგცემენ, მიხო! მილიონი დოლარი გექნება! ხომ მთელ ცხოვრებას ფეხებზე დაიკიდებ!

    - ახლა არა მკიდია როო?






    მამა-შვილი კახელები წვანან. სხვენში თაგვს კაკალი უპოვია და დააგორებს აქეთ-იქეთ. მამა ეუბნება შვილს:

    - ადი ბიჯო, გაუტეხე ი კაკალი, თორე არ დაგვაძინებს ამაღამ ეგ შობელძაღლი!






    - ქალებისა ორი რამ მიყვარს!

    - რა?

    - ძუძუები.






    კაცმა ქალი მიიყვანა სახლში და ეუბნება:

    - აბა, ლოგინში!

    - კაი რა, როგორ შეიძლება, ჯერ წესიერად არც ვიცნობთ ერთმანეთს...

    - მერე რა, გავიცნობთ! ლოგინში!

    - ეგრე არ შეიძლება! ჯერ რამეზე ვისაუბროთ, მაგალითად, ხელოვნებაზე, მუსიკაზე...

    - კარგი. პიკასოს ოპერები წაგიკითხავს?

    - ა-არა...

    - ჰოდა დავაი ლოგინში!






    - ბატონო ადვოკატო, რა ღირს თქვენი მომსახურება?

    - ორი შეკითხვა - 100 დოლარი. თქვენი მეორე შეკითხვა?






    მეგრელს უთხრეს, სპილო გაქცეულა ზოოპარკიდან და დასაჭერად დასდევენო.

    - ხოხ! რას დაიჭერენ ეგენი მაგხელა სპილოს!

    მერე გაიგო - დაუჭერიათო.

    - ხოხ! აბა სად გაიქცეოდა მაგხელა სპილო!






    სვანები ლიფტში გაიჭედნენ. ცხელა, შეწუხდნენ.

    - უჰ, კარი მაინც იყოს ღია, ცოტა ჰაერი შემოვიდოდა - თქვა ერთმა.






    გულთბილი შეხვედრა:

    - რავა ხართ, აფრასიონ!

    - რაფრაც გაგეხარდება!

    - რავა, ამოწყდით?






    - როგორა ხარ, მოშე?

    - ვერ მოესწრები - ჩაიბურდღუნა მოშემ.






    პაციენტმა ექიმთან ანალიზების პასუხი შეიტანა.

    - რამდენი წლისა ხარ?

    - სამ თვეში ორმოცის გავხდები.

    ექიმი ანალიზებს კითხულობს:

    - ჩემს ფეხებს გახდები!






    საავადმყოფოს დერეფანში პაციენტს მიაგორებენ.

    - იქნებ მაინც გვეცადა... რეანიმაციაში? - კითხულობს პაციენტი.

    - აბა მორჩით თვითმკურნალობას! ექიმმა თქვა მორგშიო, ესე იგი მორგში!






    ერთადერთი "დადებითი" ანეკდოტი ექიმებზე:

    რეანიმაციაში რეკავენ:

    - ალო! გუშინ რომ ავადმყოფი მოიყვანეს თქვენთან, ცოცხალია?

    - ჯერ არა!






    გონზე მოსული კაცი ხედავს თეთრხალათიანებს, თეთრ კედლებს...

    - რა ხდება, სადა ვარ?

    - დამშვიდდით! თქვენ ავარიაში მოყევით.

    - აა, ესე იგი საავადმყოფოში ვარ?

    - მმ... ძირითადად კი.




    - ... წავიდა ჩვენგან ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და უნუგეშოდ დატოვა ოცდათხუთმეტი წლის გულმოკლული ქვრივი...

    - ოცდათოთხმეტის - ამოისლუკუნა ქვრივმა.






    - ჩვენთან სულ ახალი "ვოლგა" 500 მანეთი ღირს.

    - აჰ! ტყუილი იქნება მაგი...

    - ტყვილია, მარა იაფი ხოა!






    ოთხი სვანი ერთს მიადგა:

    - უნდა გეჩხუბოთ!

    - არ მინდა, რატომ უნდა გეჩხუბოთ?

    - მაინც უნდა გეჩხუბოთ!

    - არ მინდა, ვა! ან რა წესია, ოთხი ერთს უნდა მეჩხუბოთ?

    - მაშინ აი ეს კაცი შენსკენ იქნება და მაინც უნდა გეჩხუბოთ!

    - მაინც უსამართლობაა - სამი ორზე!

    - ჰოოო!!! ... კარგი მაშინ, შენ წადი და ჩვენ ვიჩხუბებთ.






    - მიხო, ამ დილით რომ შემხვდი, რატომ არ მომესალმე?

    - კი დავაპირე, მარა მერე ვთქვი, ერთი ამის დედაც მ$$$$$ნ მეთქი.








    პოლონეთში ომის ვეტერანთა შეხვედრაზე საქართველოს დელეგაცია ჩავიდა. ათვალიერებენ, ხვდებიან, ომის წლებს იხსენებენ. საღამოს დელეგაციის წევრი ორი რაჭველი ვეტერანი არ ჩანს. ვერსად ვერ იპოვეს.

    დილით ერთ-ერთი მოვიდა ტალახში ამოგანგლული.

    - სადა ხართ, კაცო! - ეცა დელეგაციის ხელმძღვანელი.

    - აქანა, ხიდის აფეთქება დაგვავალეს, და ვერ მოვასწარით მაშვინ, და ეხლა შევასრულეთ დავალება.

    - რა დავალება, რის ხიდი, ხომ არ გაგიჟდი! მეორე სადაა?

    - დეიღუპა გმირულად!
    1 680 ნახვა
    Загрузка...
    25-03-2014, 10:14
    Загрузка...