X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ახალი Hyundai Sonata
  • ახალი Hyundai Sonata

    Hyundai-მ კორეის ბაზარზე უახლესი თაობის საშუალო ზომის სედანი Sonata წარადგინა, რომლის მსოფლიო პრემიერაც ნიუ იორკის მოტორ შოუზე, აპრილში გაიმართება. მისი გაყიდვები კი წლის მეორე ნახევარში დაიწყება. ახალი ავტომობილი, კომპანიის უახლეს კორპორატიულ სტილშია (თხიერი სკულპტურა) შესრულებული, კორეულმა კომპანიამ პირველად თავის ახალ ფლაგმან Genesis-ზე გამოიყენა.

    ახალი Sonata-ს გაბარიტებია: სიგრძე 4855, სიგანე 1865 და სიგრძე 1475 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზაც გაზრდილია და 2805 მილიმეტრს შეადგენს. ამგვარად, ის წინმორბედზე გრძელი, განიერი და მაღალია, რაც მისი სალონის მოცულობაზე დადებითად აისახა. გაიზარდა საბარგლის მოცულობაც, რომელმაც 462 ლიტრს მიაღწია.

    ახალი Sonata წინას მოდერნიზებულ პლატფორმაზეა აგებული. ეს პირველ რიგში, გამოყენებულ მასალებს ეხება. კერძოდ, შასის სტრუქტურა მეტწილად მტკიცე ფოლადითაა დამზადებული, რისი წყალობითაც, გრეხვაზე მედეგობა 41 პროცენტით გაიზარდა, ღუნვით დატვირთვებზე კი - 35 პროცენტით. შემცირებულია ვიბრაციები, გაუმჯობესდა ხმოვანი იზოლაცია.

    რადიკალურად შეიცვალა ინტერიერი. როგორც „ჰიუნდაი“ ირწმუნება, ახალ ავტომობილზე, მძღოლი ძალიან ადვილად აუღებს ალღოს ელექტრონიკის მართვის საშუალებებს. მაჩვენებლების დაფაზე ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი „ინტუიციურად გასაგებია“. რაც მთავარია, სალონი პრემიუმ შთაბეჭდილებას ტოვებს და ეს სულაც არაა გასაკვირი - ახალი „სონატა“ ხომ უფრო მაღალი კლასის „ჯენეზისის“ „ახლო ნათესავია“.

    კორეულ ბაზარზე წარდგენილი Sonata-ს ძრავების გამაში ჯერჯერობით მხოლოდ სამი აგრეგატია. ესენია: 2.0-ლიტრიანი CVVL 168 ცხენის ძალით, 2.0-ლიტრიანი Lpi ცხენის ძალით და 2.4-ლიტრიანი Gdi 193 ცხენის ძალით. ეს უკანასკნელი, საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი. სხვა ბაზრებისთვის, განსაკუთრებით კი ევროპისთვის, გამას აუცილებლად დაემატება დიზელის აგრეგატები. ძრავებთან შესაწყვილებლად, 6-საფეხურიანი მექანიკური და ავტომატური გადაცემთა კოლოფებია განკუთვნილი.

    ახალი ავტომობილის ეკიპირებაში შევიდა ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში იცავს დისტანციას წინ მიმავალ ავტომობილთან და საჭიროების შემთხვევაში, თავადვე უზრუნველყოფს მკვეთრ დამუხრუჭებასაც კი. გარდა ამისა, მართვისას დაგეხმარებათ ზოლში გადაადგილების დამხმარე სისტემა, რომელიც ზოლის დატოვებისას გაფრთხილებას იძლევა. სიახლეა უხილავი წერტილების დაკვირვების სისტემა. ცენტრალურ კონსოლზე 8-დუიმიანი მონიტორი განლაგდა, რომელიც მულტიმედიური კომპლექსის მთავარი ელემენტია. საინტერესო სიახლეს სისტემა „სმარტ ტრანკ“, რომელიც გასაღებით საბარგულის სიახლოვეს სამ წამზე დიდხანს დგომისას, ავტომატურად გახსნის მის საკეტს.
    წყარო
    909 ნახვა
    იტვირთება...
    26-03-2014, 07:06