X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
BMW სპარტანბურგის ქარხანას X7-ს წარმოებისთვის ამზადებს
  • BMW სპარტანბურგის ქარხანას X7-ს წარმოებისთვის ამზადებს

    1999 წლამდე, სანამ „ბეემვე“ X5-ის წარმოებას დაიწყებდა, ბავარიელთაგან ქროსოვერს ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. მაგრამ სკეპტიკოსები მალე მისმა პოპულარობამ გააჩუმა. „ბეემვემ“ კი თავისი უგზოობის ავტომობილების გამა გააფართოვა და დღეს მასში X5-ის გარდა, X1, X3, X4 და X6 შედის. უფრო მეტიც, ბავარიელები X2-ზეც მუშაობენ და როგორც ახლახანს გაირკვა, X7-საც გამოუშვებენ.

    სწორედ X7 გახდება ბავარიული კომპანიის ყველაზე დიდი ზომის ქროსოვერი და ის შესაბამისი კლასის ავტომობილების რიგს დააგვირგვინებს. ეს იქნება შვიდადგილიანი ავტომობილი, სალონში სავარძლების სამრიგა განლაგებით. ბაზარზე ის კონკურენციას Mercedes-Benz-ის GL-ს გაუწევს.

    ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალურია, თუმცა მას ისეთი ავტორიტეტული გამოცემა ავრცელებს, როგორიც „უოლ სტრიტ ჯორნელია“. მის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ახალი ავტომობილის წარმოებისთვის უკვე ემზადება სპარტანბურგის (შტატი ჩრდილოეთ კაროლინა) ქარხანა, სადაც ამჟამად X3-ს, X4-ს და X5-ს ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებენ.
    წყარო
    1 836 ნახვა
    Загрузка...
    26-03-2014, 07:07
    Загрузка...
    Загрузка...