X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
გრძნობები მივუშვათ თავიანთ ნებაზე
  • გრძნობები მივუშვათ თავიანთ ნებაზე

    ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ.... ნეტა იცოდე, როგორ მენატრება ახლა შენი თვალები... ნეტა იცოდე როგორ მიჭირს უშენობა... ნეტა იცოდე როგორ მენატრები ხოლმე...
    მახსოვს, მიყვარხარო სულ რამდენიმეჯერ მითხარი... თან ისე ჩუმად, ისე ხმადაბლა... ახლა ვფიქრობ, ხომ არ მომეჩვენა მეთქი...
    გუშინ ლექსი დავწერე, შენ გულზე მეტად, შენს თვალებს ვენდობი მეთქი... და მართლა ასეა, შენი თვალები უფრო მეტყველია... მე მიყვარს შენი თვალები... გულიც მიყვარს... მაგრამ გული თავგზას მიბნევს, თვალებია ერთადერთი, რომელიც არ ტყუის...
    მე, შენი თვალები მიყვარან...
    იცი? მე ვიცი, რომ შენი სიყვარულის ღირსი არ ვარ, მაგრამ შენს თვალებს და ჩემს გულს ვერაფერი მოვუხერხე, შენი თვალები კვლავ მეძახიან...
    ვიცი, მე არაფრის ღირსი არ ვარ, ვიცი... მითუმეტეს შენგან... ჩემს გამო იმდენი ტკივილი გადაიტანე... ყველა სხვა, ნორმალური ჩემს ადგილას, ალბათ... თავს დაგანებებდა და მთელი ცხოვრება, თავდახრილი ივლიდა, მე კი...
    მე, ალბათ არანორმალური ვარ... მე თავს, შენი სიყვარული მაწევინებს მაღლა... ამიტომ მაპატიე, ჩემი თავაწეულობა...
    შენც ხომ სულ გადარეულს მეძახი... ახლა ვფიქრობ, ალბათ, მართლა გადარეული ვარ და ეს, გადარეულობაც მაპატიე... მაგრამ, ეს გადარეულობა, შენი თვალების ბრალია იცოდე...
    ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ.... ნეტა იცოდე, როგორ მენატრება ახლა შენი თვალები... ნეტა იცოდე როგორ მიჭირს უშენობა...
    იცი, ახლა რომ მოვკვდე, დარწმუნებული ვარ, იქაც ვერ გავძლებ შენი თვალების გარეშე... მე შენმა თვალებმა მასწავლა სიყვარული და უმორჩილესად გთხოვ, ნუ დამტოვე შენი თვალების გარეშე... უშენოდ მე ბრმა ვარ...
    შენ მზე იყავი ჩემი, შენით ვგრძნობდი სისხლი სხეულს როგორ ათბობდა, გულს როგორ წვავდა და გონებას როგორ ბინდავდა..
    მე შენ ოცნება დაგარქვი ჩემი და შენი ხატებაც შევქმენი ჩემში. შენ მიდიხარ დამტოვებ მარტო და ამას ნუთუ ოდნავ არ დარდობ? იცი მეგონა ერთნი ვიყავით ყოველი ჭუთი გქვონა საერთო....
    ნაზამთრალს მინდოდა მქონოდა ქორწილი, გვირილა მინდოდა კაბაზე დამეკრა, სიმორცხვე დაჩვეულს მინდოდა ღიმილი, ხანჯლების ხიდისქვეშ გამევლო მაყრებთან.. უფალსაც მინდოდა გაეგო სათქმელი, მხევალი მოგყვები ბოლომდე ამ ქვეყნად, ნუშების თოვაში გაფანტულ სიკეთეს შენს მხრებზე ვალაგებ ლექსებად,საგზლებად. ნაზამთრალს მინდოდა მქონოდა ქორწილი და თუნდაც ქოხმახი ღამეთა სათევად, მზისგულზე მინდოდა დამედნო სიმორცხვე და მიგყოლოდი სამოთხის კარებთან.
    1 703 ნახვა
    Загрузка...
    26-03-2014, 07:29
    Загрузка...
    Загрузка...