X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი დაშორდნენ - რა გახდა "წლის განქორწინების" მიზეზი
  • გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი დაშორდნენ - რა გახდა "წლის განქორწინების" მიზეზი

    ჰოლივუდში მყარი ურთიერთობები რომ იშვიათია, ამას კიდევ ერთი განქორწინება ადასტურებს.

    ჰოლივუდის ვარსკვლავი გვინეტ პელტროუ და მისი მეუღლე, მომღერალი კრის მარტინი (როკ-ჯგუფის Coldplay-ს ვარსკვლავი) 11 წლიანი ბედნიერი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან.

    "გადავწყვიტეთ, დავშორდეთ. გავაცნობიერეთ, რომ დაშორება აჯობებს. ერთმანეთი გვიყვარს. ყოველთვის ერთი ოჯახი ვიქნებით, რადგან პირველ რიგში, მშობლები ვართ და მეორეც - შესანიშნავი შვილები გვყავს. ყოველთვის ვამჯობინებდით, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან პირადული ყოფილიყო და მაქსიმალურად ვცდილობდით, პრესის ფურცლებზე გასარჩევი არ გამხდარიყო. იმედი მაქვს, ასევე განვაგრძობთ ცხოვრებას", - განაცხადეს ვარსკვლავებმა.

    ჰოლივუდში წყვილის დაშორება სრული მოულოდნელობა იყო,
    ისინი სანიმუშო მეუღლეებისა და მშობლების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მაგალითად, პელტროუმ ქალებს ერთ-ერთ ინტერვიუში მოუწოდა, რომ თუ შვილების ყოლა სურდათ, სახლში მჯდარიყვნენ. ამაყობდა, რომ ქმრისთვის გემრიელ სადილებს ამზადებდა და კოლეგა მსახიობებისგან განსხვავებით, შვილების გამო არაერთ საინტერესო კინოროლზე თქვა უარი. ერთ-ერთ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ინტიმური სცენებისთვის ქმარი ავარჯიშებს.
    1 024 ნახვა
    Загрузка...
    26-03-2014, 08:56
    News-ები
    Загрузка...