X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ძალაუფლების მსხვერპლი
  • ძალაუფლების მსხვერპლი

    ადამიანი იბადება, იზრდება, ვითარდება და ყალიბდება. შედეგ ირჩევს მიმართულებას რა ცხოვრებით იცხოვროს. დაბადებიდან ყველა თანასწორი ვართ, დროთა განმავლობაში, კი გარემოება გვქმნის პიროვნებად. არ არსებობს ადამიანი, ვინც არ იტყვის, რომ ძალაუფლება ვერ შეცვლის მის სულიერ და ადამიანურ ღირებულებებს, ვერ გარდაქმნის მას და ვერ იბატონებს მასზე. თუმცა, რეალურად საპირისპიროდ ხდება, ძალაუფლების შეძენა ადამიანის ფუნდამენტური ნაკლოვანებების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. ძალაუფლების მქონე ადამიანი ლიდერი ხდება საკუთარი თავის, რომელიც მისებრ განაგებს თავის ქმედებებს და აზრებს. ამის საუკეთესო მაგალითი ქვეყნის ხელისუფლება- მისი ხელისუფალი და მმართველი ორგანოები არიან. მათი მიზანი, ლტოლვა და მისწრაფება ძალაუფლებაა, რაც ქმნის ერთგვარ დემაგოგიას ერის თვალში, რომელიც მიზნის მიღწევის შემდეგ იჩენს თავს.
    ასეთი ადამიანები თავისთავად ხდებიან ძალაუფლების მსხვერპლები. თავის არიდების საუკეთესო საშუალება კი ის არის, რომ დაკმაყოფილდე იმით რაც შენს პიროვნულობას არ ვნებს და რაც შენს ძალებს არ აღემატება.


    მოამზადა: თაკო არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM
    1 168 ნახვა
    Загрузка...
    26-03-2014, 12:42
    Загрузка...
    Загрузка...