X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
მარინა ბერიძე ქმარს   დაშორდა,..
  • მარინა ბერიძე ქმარს დაშორდა,..

    როგორც მარინა ბერიძე ამბობს, მის გარშემო ატეხილ აურზაურს დუმილით უპასუხა და ეგვიპტეში გაემგზავრა დასასვენებლად.

    „ეს უკვე წელიწადნახევარია ხდება. მივხვდი, რომ მიზანმიმართულად ხდება და ამის უკან ადამიანების ჯგუფი დგას, ამომიჩემეს. ერთ-ერთმა გამოჩენილმა კომპოზიტორმა პრესკონფერენციაზე ჩემზე თქვა, 20 წლის განმავლობაში ნიჭიერი ადამიანებისთვის მიყენებული ზარალისთვის უნდა გასამართლდესო. ასე მგონია, რომ ის ავად არის. 9 წლის განმავლობაში რეგიონებიდან სრულიად უცნობი ბავშვები ჩამომყავდა და თან ვყვებოდი, თითქმის ყველა მათგანი ფეხზე დადგა. ამიტომ ვერ ვიგებ, რას ნიშნავს დაბლოკვა...

    სიას ადგენს ის, ვინც კონცერტს აკეთებს. ვინმემ შეიძლება თეატრში რეჟისორს უკარნახოს, ამა თუ იმ როლზე შალიკო აიყვანოს თუ ვალიკო? ბიძინა კვერნაძის საღამოზე ვინ დამჭირდება, ზუსტად ვიცი. ყოფილა შემთხვევა, შემოქმედებითი საღამო გამიკეთებია და ეკა მამალაძე, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელია, არ დამჭირვებია, ლიზა ბაგრატიონი არ დამჭირვებია და ქეთი ორჯონიკიძისთვის დამიძახია... ეკა კვალიაშვილი დიდი მომღერალია. ერთხელ ვთქვი, რომ ის შეუმდგარია, ამაში შემოქმედებითი მხარე არ მიგულისხმია, უბრალოდ, მას კონცერტებში არ იყენებენ. კვალიაშვილი ჩემი მომღერალი არ არის. ის იმდენად დიდი მომღერალია, რა მნიშვნელობა აქვს მისთვის, მე მომწონს თუ არა?..

    ამ უსიამოვნებებს ჩემი პირადი პრობლემაც დაერთო. ზუსტად ეს გამოიყენეს, თითოეულმა მათგანმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. ვგიჟდები, ამის პარალელურად ეკლესიაში როგორ დადიან. მე ხომ არ ვიყავი რომანების, თავგადასავლების მოყვარული, ერთის ნაცვლად 18 ქმარი ხომ არ მყავდა, როგორც ეგენი გამოდიან და ყვებიან ხოლმე. მთელი ცხოვრება ერთი ქმარი მყავდა და ძალიან კარგი ოჯახი მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ყველაფერი ერთად დამენგრა. ასეთ დროს ადამიანს მიზანმიმართულად წიხლი არ უნდა დააჭირო. ეკას მივმართავ, ალბათ მისთვის ადვილი იყო ერთი, ორი, სამი ქმარი, აღარ მახსოვს უკვე რამდენი, მაგრამ მარინა ბერიძეს ასე არასდროს ჰქონია. ერთი რამის მჯერა, სხვის უბედურებაზე ბედნიერება არავის აუწყვია,“ - დასძინა „სარკესთან“ ინტერვიუში მარინა ბერიძემ.
    1 871 ნახვა
    Загрузка...
    27-03-2014, 07:35
    Загрузка...
    Загрузка...