X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
როგორ დავიტანჯოთ სიყვარულით!!!
  • როგორ დავიტანჯოთ სიყვარულით!!!

    ინტერ სივცეში "ახალგაზრდა გოგონა " აქვეყნებს პოსტს თუ როგორ იტანჯებიან 21–ე საუკუნეში ახალგაზრდა გოგოები ..პოსტს უამრავი გამოხმაურება მოყვადა ყველამ აიტაცა...დღევანდელი რეალობა... "რ ო გ ო რ დ ა ვ ი ტ ა ნ ჯ ო თ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ !!!

    სიყვარულისგან ტანჯვა ეს უძველესი ხელოვნებაა, რომელსაც თანამედროვე გოგოები საკმაოდ კარგად ეუფლებიან. ჩვენ გასწავლით როგორ დაიტანჯოთ სიყვარულით და სხვებიც დატანჯოთ.
    "ფბ"-ზე relationship status უნდა შეცვალოთ და დაიწეროთ single. უნდა დაწეროთ ოთარ ჭილაძის ციტატები, რუსული სტატუსები და დადოთ ფოტოები, რომლებსაც ეწერება მსგავსი ტიპის სათაურები, მაგ: “he is mine, bitch !”, “one day I’ll marry you” და სხვ. ასევე "ფბ"-ზე უნდა დადოთ “კოცნაობის” ფოტოები. კარგი იქნება, თუ ფოტოებს დადებთ რომანტიკული ფილმიდან ან სერიალიდან, მაგალითად როგორიცაა “ვამპირის დღიურები”, “ჭორიკანა”, “dear john” და სხვ. თქვენი სახელის გვერდით აუცილებელია, რომ მიუთითოთ, თუ რას წარმოადგენთ ანუ Alternate name-ში უნდა ჩაწეროთ რუსულად “(Твой Наркотик)” ან სხვა უფრო ორიგინალური. უნდა დადოთ რუსული, სევდიანი სიმღერები. ქართულებიც შეგიძლიათ, რომ დადოთ (მაგ:ტიგინას ახალი სიმღერები). აგრეთვე კარგი იქნება, თუ დაწერთ ხოლმე ” აი ის მომენტი, როცა შემოსულია და არ გწერს! აკჯსდჰასჰდ” ან “მინდა, რომ მარტო ჩემი ბიჭი გერქვას!”. იმისთვის, რომ თქვენმა სატრფომ იეჭვიანოს, ხშირად უნდა დადოთ ბიჭებთან ერთად ფოტოები ან დადოთ ბრედ პიტის, იან სამაჰალდერის ფოტოები და მიაწეროთ “მიყვარხარ!!!!”.. ამის შემდეგ სხვა ნატანჯი გოგოებიც მიაწერენ “ჩემი ბიჭი!!” .. “აუ რა შენი ბიჭი! რიგში ჩადექი :*” და სხვ. როდესაც “თქვენი ბიჭი” დადებს სხვა გოგოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს, (სულ ერთია ვინაა ის გოგო.. დედა, მამა, ბებია თუ და) ტრაგიკული სტატუსი და შავი ფოტო უნდა დააყენოთ პროფილზე. აგრეთვე რომელიმე 17 წლის გოგოს მოთხრობა უნდა წაიკითხოთ და დაწეროთ მოთხრობიდან ციტატები, მაგ: “აუ დიტომ ალუჩისფერი თვალებით ისე შემომანათა, რო რავიიიი” და უმნიშვნელოვანესია, რომ მანქანაში გადაღებული ფოტო დადოთ, სადაც ბიჭი ერთი ხელით მანქანას მართავს და მეორე ხელით ხელებს გიფათურებთ.. მნიშვნელობა არ აქვს, ამ ფოტოზე თქვენ ხართ თუ არა. უნდა გიყვარდეთ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” დიტო, ვერსკი ან სანდრექსა, ხოლო თუ თურქულ სერიალებს უყურებთ, მაშინ ბინლადენ ფაშა, ჩინგიზ ოღლუ ან სხვა სიმპატიური თურქი. უნდა გქონდეთ "ფბ"-ზე ფეიჯი “სტატუსები სტატუსი”, “რუსული სტატუსები”, “მარტოხელა ლიკას სტატუსები” და ასე შემდეგ. .

    ავტორი ნ.ჩ
    სპეციალურად GOGAGGG–სთვის
    1 671 ნახვა
    Загрузка...
    27-03-2014, 07:42
    Загрузка...
    Загрузка...