X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
Renault და Caterham-ი სპორტქარს ერთობლივად აღარ გამოუშვებენ
  • Renault და Caterham-ი სპორტქარს ერთობლივად აღარ გამოუშვებენ

    მას შემდეგ, რაც Renault-მ კონცეპტუალური Alpine (ფოტოზე) დაიწუნა და მისი საფუძვლიანი გადაკეთება გადაწყვიტა, მისი ურთიერთობა Caterham-თან დაიძაბა. და როგორც მოსალოდნელი იყო, მათ უარი თქვეს ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე. ორივე კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ავტომობილი საკუთარი ძალებით შეიმუშაოს.

    ორივე კომპანია გააგრძელება თანამშრომლობას ფორმულა ერთში, სადაც Caterham-ი ფრანგულ ძრავებს იყენებს. თუმცა, ჯერჯერობით აშკარა აუტსაიდერია. ისინი სპორტულ ავტომობილებს 2016 წელს გამოუშვებენ. სხვათა შორის, არშემდგარი კომპანიონები იმედოვნებდნენ, რომ მათი პარტნიორობა სხვა სპორტულ ავტომობილებზეც გავრცელდებოდა.

    ორივე კომპანია თავისი სპორტქარის წარმოებას Renault-ს დიპის ქარხანაში აპირებდა, რომელშიც Caterham-ს სანახევრო წილი მიეკუთვნა. მაგრამ პარტნიორობის დარღვევის შემდეგ, ეს წილი ისევ ჩამოერთმევა. ქარხანაში კი, სადაც 300 ადამიანი მუშაობს, Clio RS-ს გამოუშვებენ.

    ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, კომპანიებს შორის თანამშრომლობა, ავტომობილის შემუშავების ხედვებს შორის განსხვავების გამო წყდება. Caterham-ი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ Renault-მ პირვანდელი პროექტის გადაკეთება გადაწყვიტა - ბრიტანული კომპანიისთვის ეს ზედმეტი ხარჯების მომასწავებელია, რაზეც მან უარი განაცხადა.
    წყარო
    1 121 ნახვა
    Загрузка...
    27-03-2014, 08:23
    Загрузка...