X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
Alfa Romeo შვიდ ახალ მოდელს ამზადებს
  • Alfa Romeo შვიდ ახალ მოდელს ამზადებს

    Fiat Chrysler-ს დიდი გეგმები აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, Alfa Romeo-ს მსოფლიო დონის პრემიუმ ბრენდად ჩამოყალიბებაა. ამ გეგმის მთავარი მიმართულება კი მილანური კომპანიის სამოდელო გამის გაფართოებაა. ამისათვის, იტალიურ-ამერიკული „ალფას“ მარკით შვიდი ახალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. სიახლეებს შორის იქნება Spider-ი (2016 წელს), Giulia-ს სედანი და უნივერსალი ვარიანტები (2017 წელს), ასევე Alfetta-ს სედანი და უნივერსალი ვარიანტები (2018 წელს).

    Giulia მალე BMW-ს მე-3 სერიას გაუწევს კონკურენციას, Alfetta-ს კი BMW-სვე მე-5 სერიასთან მოუწევს მეტოქეობა, რაც თავისთავად ძალიან რთული ამოცანაა. გარდა ამისა, Alfa-ს გეგმებშია ორი ქროსოვერის გამოშვება, რომელთაგან ერთი კომპაქტური იქნება, მეორე კი - საშუალო ზომის. ეს ავტომობილები ბაზარზე შესაბამისად, 2017 და 2018 წელს გამოვა. რაც შეეხება Alfa-ს ახლანდელ მოდელებს, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ MiTo-ს და კომპაქტურ Giulietta-ს შემცვლელები არ ეყოლება.

    Fiat Chrysler-ის გეგმით, Alfa Romeo-ს გაყიდვები ხუთჯერ უნდა გაიზარდოს. ცნობისათვის, შარშან იტალიურმა კომპანიამ დაახლოებით 100 000 ავტომობილის გაყიდვა შესძლო. ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაციაა, რომელიც გერმანულ მედიაში გავრცელდა. ოფიციალურად კი Fiat Chrysler-ი თავის გეგმებს მაისში გაგვაცნობს.

    ცნობისათვის, Alfa Romeo-ს გამოსყიდვის სურვილი არაერთხელ გამოხატა Volkswagen-ის მთავარმა აღმასრულებელმა მარტინ ვინტერკორნმა, თუმცა იტალიურ-ამერიკული ალიანსის მთავარმა აღმასრულებელმა (მაშინ მხოლოდ Fiat-ის შეფი იყო) სერჯო მარკიონემ ეს სურვილი არ შეუსრულა. უფრო მეტიც, მან განცხადა, რომ Fiat-ის სამომავლო გეგმებში Alfa-ს საკვანძო როლი ეკისრება.

    აღსანიშნავია, რომ Fiat-მა Alfa1986 წელს შეიძინა, მაგრამ მას შემდეგ, ამაოდ ცდილობს მილანური კომპანიის მოგებიან რელსებზე გადაყვანას...
    წყარო
    1 160 ნახვა
    Загрузка...
    27-03-2014, 08:23
    Загрузка...
    Загрузка...