X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
''განსაკუთრებულად მახსენდება თინა მახარაძის ფოტოსესია''
  • ''განსაკუთრებულად მახსენდება თინა მახარაძის ფოტოსესია''

    გიგო გეგელაშვილის არქივში ძირითადად პორტრეტები ჭარბობს, მაგრამ პეიზაჟების გადაღებაზეც არ ამბობს უარს. უცნაურია, მაგრამ ფოტოგრაფების დიდ ნაწილს თუ შიშვლად პოზირებაზე გოგონების დათანხმება ძალიან უჭირს, გიგოს შემთხვევაში პირიქითYხდება. სპონტანურად გადაღებული ფოტოები ორდიპლომიანი ხელოვანის არქივში ბევრია, მაგრამ ბოლო დროს ცდილობს, გადაღებები დაგეგმოს. პროფესიით სივრცის დიზაინერია, მაგრამ ქანდაკებაც შეისწავლა და ფიქრობს, რომ ეს განსაკუთრებულად ეხმარება ადამიანების ფოტოობიექტივით აღქმაში.

    - თბილისში დავიბადე და გავიზარდე. თავიდან აგრარული უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი სფერო სხვა იყო. ხელოვანი ვარ და სამხატვრო აკადემიაში სივრცის დიზაინზე ჩავაბარე. დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ ფირმაში ვმუშაობდი იუველირ-დიზაინერად. ათი წელია, რაც ფოტოების გადაღება დავიწყე. თავიდან მობილურით ვიღებდი, ჩემთვის. საერთოდ, ძალიან მიყვარს პორტრეტების გადაღება, ქუჩაში სიარულისას ყველაფერს გაჩერებულ კადრებად ვხედავ.

    Rating

    - ფოტოების გადასაღებად სპეციალურად თუ გიმოგზაურია?
    - დიახ, ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ განსაკუთრებულად შატილი მახსენდება. კარგი სერია გამოვიდა, მაგრამ ძალიან ვნანობ, რომ ის ფოტოები დავკარგე. რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელთანაც ძალიან მიყვარს მუშაობა. მათ შორის ზოგიერთი ცნობილია, მაგალითად, მომღერალი მარიკა თხელიძე.

    - შიშველ ნატურაზე თუ გიმუშავია?
    - დიახ, ძალიან მიყვარს ასეთი გადაღებები. ეს ალბათ აკადემიიდან მოდის, რადგან იქ ხშირად ვხატავდით შიშველ ნატურას. ქანდაკებაც მაქვს გავლილი. სამხატვრო განათლება ყველაფრის კარგად აღქმაში მეხმარება. საერთოდ ასეთ გადაღებებს წინასწარ არასოდეს ვგეგმავ. შეიძლება, სუფრასთან დავლიოთ და ჩემმა ჩაცმულმა მეგობარმა უცებ გახდა დაიწყოს და გადავიღო. ამ ეტაპზე უფრო დადგმულ ფოტოგრაფიაზე ვმუშაობ. ნაკლებად მომწონს ''პაპსა'' გადაღება, უფრო რეტრო მიყვარს.

    Rating

    - ყველა ფოტოგრაფის არქივში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოხუცებისა და ბავშვების ფოტოებს.
    - ეს უკვე ბანალური გახდა და უინტერესოა. ყველამ ფოტოაპარატი დაიჭირა, დადიან ქუჩაში, ბავშვებს, მოხუცებს უღებენ, შემდეგ ამ ფოტოებს აშავთეთრებენ და ჰგონიათ, ფოტო გადაიღეს.

    Rating

    - შენი დაუგეგმავი ფოტოებიდან განსაკუთრებულად რომელი მოგწონს?
    - ბავშვს გადავუღე, რომელიც დედას ეჭირა ხელში. ძალიან საინტერესო ფოტო გამოვიდა. რუსთაველის ძეგლის წინ არის გადაღებული.
    - პოლიტიკოსები თუ გადაგიღია?
    - არა, თუმცა რამდენიმე წლის წინ მსახიობების სააგენტოში ვმუშაობდი, თითქმის ყველა ცნობილი მსახიობი მყავს გადაღებული, მაგრამ ვაღიარებ, რომ არ მიყვარს სტუდიური გადაღებები. იმ პერიოდიდან განსაკუთრებულად მახსენდება თინა მახარაძის ფოტოსესია. ყველაზე საინტერესო სახე შექმნა.

    Rating

    - პოლიტიკოსებიდან ვის გადაიღებდი სიამოვნებით?
    - ქალბატონი არავინ მახსენდება, მამაკაცებიდან გადასაღებად საინტერესო იქნებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საქმიან ამპლუაში გადავიღებდი.
    - შენი ფოტოარქივიდან ყველაზე მეტად რომელი ფოტოს წაშლაზე დაგწყდება გული?
    - ჩემი მეგობრის, მარიამ რამიშვილის. ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო გადასაღებია საქართველოში. ძალიან კარგი გოგოა, საერთოდ, ბევრი ფოტოგრაფი იღებს, თუმცა ბევრს უარსაც ეუბნება. მეორე გოგონა, რომელიც ძალიან კარგად პოზირებს კამერასთან, თეო კოხოძეა. ბუნებაშიც გვაქვს გადაღებები, მანგლისში ავდივარ ხოლმე.

    Rating

    - ქუჩაში თუ მოგწონებია გოგონა, რომელსაც გადაღება შესთავაზე?
    - დიახ, მასე ბევრი გამიცნია და დამთანხმებიან კიდეც. სოციალურ ქსელშიც უამრავი გოგონა აღმომიჩენია, სპეციალურად ვეძებ ხოლმე. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მთავარი სილამაზე არ არის, შეიძლება, გოგონას ძალიან ლამაზი ფეხები ჰქონდეს, მაგრამ ფოტოზე უინტერესო გამოვიდეს. ხიბლი შინაგანად უნდა მოდიოდეს.

    Rating

    - პოლიტიკურ აქციებს თუ დასწრებიხარ გადასაღებად?
    - დიახ, ხშირად. ამ დროს, გადაღება საინტერესოა. ადამიანმა არ იცის, რომ ფოტოს უღებ და ემოცია უფრო ბუნებრივი გამოდის.

    1 619 ნახვა
    Загрузка...
    27-03-2014, 09:48
    Загрузка...
    Загрузка...