X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
მივცეთ ნება არჩევანის!
  • მივცეთ ნება არჩევანის!

    ასაკი, როდესაც ადამიანი თავად ვერ იღებს გადაწყვეტილებას, დიდ გავლენას ახდენს მის მომავალ ცხოვრებაზე. ამ პერიოდში მშობელი მიუთითებს შვილს რა გააკეთოს ან რა გადაწყვეტილება მიიღოს. შეზღუდული ასაკობრივი ზღვარის გამო, შვილები ვალდებულები არიან დაუჯერონ მშობლებს, მიუხედავად საწინააღმდეგო აზრისა და სურვილისა. არჩევანში მშობლები ხშირად ცდებიან, რაც შვილების მომავალზე აუცილებლად აისახება. ისინი არ ითვალისწინებენ მათ შესაძლებლობებს და სურვილს, მეტიც, უბიძგებენ იმისკენ რაც თავად მოსწონთ. ასეთი მომენტი დგება მაშინაც, როდესაც პროფესიის არჩევის დრო მოდის. სწორედ მშობლები ურჩევენ შვილებს პროფესიას. ზოგჯერ ეს პროფესია არის ოჯახის/ საგვარეულოს ტრადიცია, რომელიც აუცილებლად უნდა გააგრძელოს შთამომავალმა. გზაჯვარედინის რომელ გზაზე გადაუხვევ, იმაზე შეიძლება დამოკიდებული იყოს შენი შემდგომი ცხოვრება.
    ასე, რომ მიეცით თავისუფალი არჩევანის საშუალება შვილებს და მიაჩვიეთ დამოუკიდებელ ცხოვრებას, ჩამოუყალიბეთ სწორი აზროვნება, რომ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ.


    მოამზადა: თაკო არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    1 211 ნახვა
    Загрузка...
    27-03-2014, 19:25
    Загрузка...
    Загрузка...