X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
Alfa Romeo -ს პირველ ქროსოვერს Giulietta Cross ერქმევა
  • Alfa Romeo -ს პირველ ქროსოვერს Giulietta Cross ერქმევა

    Alfa Romeo-მ თავის ისტორიაში პირველი ქროსოვერისთვის სახელი შეარჩია. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ახალ ავტომობილს, რომელიც Jeep-ის ერთ-ერთი მოდელის პლატფორმაზე აიგება, Giulietta Cross-ს დაარქმევენ. ოღონდ, „ავტოქარმა“ ჯერჯერობით ვერ დაადგინა, ამერიკული კომპანიის რომელი ავტომობილის პლატფორმაზეა ლაპარაკი.

    როგორც ცნობილია, Jeep-მა ახლახანს თავის ისტორიაში პირველი სუბკომპაქტური ქროსოვერ, სახელად Renegade გვიჩვენა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა. ის Fiat-ის კომპაქტ ვენ 500L-ის მოდიფიცირებულ პლატფორმაზეა ბაზირებული და იტალიური კომპანიის იმავე ქარხანაში გამოუშვებენ, რომელიც 500L-ს აწარმოებს.

    აღსანიშნავია, რომ „ალფა რომეო“ რამდენიმე ქროსოვერის წარმოებას გეგმავს, რომელთაგან ერთი საშუალო ზომის Jeep Cherokee-ს სტრუქტურაზე დაემყნობა. კიდევ ერთი ქროსოვერი Maserati-ს პირველ ქროსოვერ Levante-ს ბაზაზე შეიქმნება. და ეს ორივე ავტომობილი ბაზარზე 2016 წელს გამოვა.

    ქროსოვერების გარდა, მილანური კომპანია, რომელიც Fiat-ის ჯგუფის წევრია, კიდევ რამდენიმე ახალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რომელთა შესახებაც „ალფა“ უფრო დაწვრილებით მაისში მოგვიყვება.
    წყარო
    968 ნახვა
    Загрузка...
    28-03-2014, 01:53
    Загрузка...