X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
Bertone გაკოტრდა
  • Bertone გაკოტრდა

    ლეგენდარულმა საავტომობილო დიზაინ ატელიე Bertone-მ დაადასტურა, რომ გაკოტრების პროცედურა დაიწყო. კომპანიის განცხადებით, უკვე თვენახევარია, რაც მისი თანამშრომლები სამსახურში არ დადიან. ამასთან კრედიტორებთან უკვე დიდი დავალიანება დაგროვდა. თუ აპრილის ბოლომდე კომპანიას მყიდველი არ გამოუჩნდა, „ბერტონე“ არსებობას შეწყვეტს.

    ამჟამად ტურინში ბაზირებული ლკომპანია სხვადასხვა შემოთავაზებას განიხილავს, რომელთა უმეტესობაც უცხოური კომპანიებისგანაა. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ერთ-ერთი მათგანი თურქული კომპანიაა. ადვილი სავარაუდოა, რომ „ბერტონეს“ შეძენით დაინტერესებულები ჩინელებიც იქნებიან.

    სხვათა შორის, Bertone გაკოტრების საშიშროების წინაშე პირველად არ იმყოფება. კომპანიამ 2008 წელს უკვე გამოაცხადა გაკოტრების შესახებ, რის შემდეგაც მას რესტრუქტურიზაცია ჩაუტარდა და ორ კომპანიად გაიყო. მათგან ერთს Carrozzeria Bertone ეწოდა, რომელიც ძარების წარმოებაზეა სპეციალიზებული, მეორე კი Stile Bertone-ა, რომელიც მხოლოდ დიზაინზეა ორიენტირებული. 2009 წელს, ძარების მწარმოებელი შტო Fiat­მა შეისყიდა.

    Bertone-მ დაარსებიდან 100 წლის იუბილე 2012 წელს იზეიმა. მის სპეცალისტებს რამდენიმე ისეთი ავტომობილი აქვთ შემუშავებული, რომლებიც ავტოინდუსტრიის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. მათ შორისაა Lancia Stratos-ი და Lamborghini-ს ორი მოდლი - Miura და Countach-ი. სწორედ ასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით, კონცეპტუალური Nuccio (ფოტოზე) შეიმუშავა, რომელიც კომპანიის დამაარსებელს, ნუჩო ბერტონეს მიუძღვნა.
    წყარო
    1 236 ნახვა
    Загрузка...
    28-03-2014, 01:54
    Загрузка...
    Загрузка...