X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
აპრილის წვიმა
  • აპრილის წვიმა

    აპრილის თვეში ისევ გაწვიმდა
    იჭექა ცამ და გულმა გინატრა,
    ფერი იცვალა ცის კიდემ უმალ
    სახეზე ცრემლმა ჩამომდინარა.
    გული დაფიქრდა,სევდა გადიდდა
    ფიქრი არ მინდა თავი გამისკდა
    ცრემლმა იდინა დიდხანს იდინა,
    უშენოდ მინდა? იქნებ არ მინდა?
    იქნებ არ ღირდა, ის რაც არ იქმნა
    ის რაც არ გვინდა ან იქნებ გვინდა?
    ოცნებამ ჰპოვა ფრთები საფრენი
    წვიმამ გრძნობები გააფერმკრთლა,
    დაღამდა ისევ ისე დაღამდა...
    როგორც არასდროს გულმა გინატრა
    მოგონებებმა ფერი იცვალა
    და სიმარტოვემ გადაიარა
    გული- გულს შეხვდა და თქვა მიყვარხარ
    აპრილის თვეში ისევ გაწვიმდა,
    ფიქრი არ მინდა მაგრამ რად გინდა...
    მხოლოდ ის მინდა, ის რაც შენ გინდა.

    ეს ლექსი დაწერილია 2013 წელს აპრილის თვეშ.საშინელი კოკისპირული წვიმის დროს სადარბაზოში შეფარებულს ნახევარ საათზე მეტ ხანს მომიწია ყოფნა და ეს ლექსიც შემომეწერა.
    1 698 ნახვა
    Загрузка...
    28-03-2014, 01:58
    Загрузка...