X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
რა არის ბედნიერება ?!
  • რა არის ბედნიერება ?!

    ბუხართან ვზივარ , ვთბები . მესმის შეშის ტკაცუნი, თბილად ვარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ , დამჯდარი დიდხანს ვერ ვძლებ , ფეხზე ვდგები და წინ და უკან დავდივარ . დიდხანს ვცემ ოთახში ბოლთას , თითებს ვატკაცუნებ. ნერვიულობისგან მგონი ფრჩხილები სულ დავიკვნიტე. ცრემლები მაგდება , ისევ ცრემლები , კედელს ვეყუდები , ვჯდები...
    გული გამალებით მიცემს , თითქოს სადაცააა ამოვარდებაო , ცივი ოფლი მასხამს და ნერვიულობისგან ფეხები მიცახცახებს. ისევ ცრემლები , სახლში ვეღარ ვჩერდები , შეშაც ჩაიწვა ქურთუკს ვიღებ და გავრბივარ .. ქალაქის ყველაზე მაღალ ცათამბრჯენთან მივდივარ , უკვე მის სახურავზე ვარ .. ვიხსენებ როგორ ამომიყვანა აქ და როგორ დამისვა უცაური შეკითხვა , მაშინ საშინლად დავიბენი ჯერ ათასი პასუხი მომაფიქრდა მერე თითქოს ყველა გაიფანტა.
    "რა არის ბედნიერება ?!"
    "არვიცი"
    მის გახსენებაზე გულში სითბო მეღვრება , ვჯდები .. აზრებს ვალაგებ.. წამები , წუთები მიდიან . დრო გადის არ ჩერდება , მისი შეჩერება არავის შეუძლია , ვის რაში აინტერესებს შენ რას გრძნობ, რას განიცდი , რა ხდება შენს გულში დრო მაინც უკანმოუხედავად მიდის.. ყველაფერი მერევა თავში , თვალებში მიბნელდება ....
    სწრაფად ვეშვები კიბეებზე , მივრბივარ.. მანქანის ფარები , ხალხი არაფერი მაინტერესებს ერთი მიმართულებით გავრბივარ.. უზარმაზარ შენობის წინ ვდგავარ "აეროპორტი" აწერია დიდი ასოებით , კითხვა კი ძალიან მიყვარს მაგრამ ახლა ამის დრო არაა , ისევ მივრბივარ თმები მეწეწება მაგრამ არ ვჩერდები .
    მისი მწვანე თვალები ისევ მეჩეხება , მისკენ მივიწევ .. ორივე ვგრძნობთ რაც მოხდება ამიტომ სულელებივით ვიღიმით..
    -თანახმა ვარ - ვყვირივარ და კისერზე ხელებს ვხვევ , მწვანე თვალები უბრწყინავს სახე ახლოს მოაქვს და ვარდისფერი ტუჩებით სახეს მიკოცნის , ბედნიერი ვარ . ვგრძნობ სწორი გზა ავირჩიე და უფრო მაგრად ვიკრავ გულში ბეჭედს ხელზე მიკეთებს და ახლა თვითონ მხვევს ძლიერ მკლავებს...
    "რა არის ბედნიერება ?! " - ისევ მისვამს ნაცნობ კითხვას , აღარ ვიბნევი და პასუხსაც სხარტად ვუბრუნებ..
    "შენი მწვანე თვალები"
    1 742 ნახვა
    Загрузка...
    28-03-2014, 01:59
    Загрузка...