X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ცხოვრება რა არის უსიცოცხლოდ?!
  • ცხოვრება რა არის უსიცოცხლოდ?!

    ჩვენ, ადამიანები არასდროს ვართ კმაყოფილი იმით რაც გვაქვს. ყოველთვის მეტს ვითხოვთ და ხშირად ვსაყვედურობთ ღმერთსაც:რატომ არ ვარ მე მსგავსი რომელიმე ვარსკვლავის, რატომ არ მაქვს უნარი და შესაძლებლობა ვაკეთო საქმე, რომელიც დიდ წარმატებას მომიტანს, რატომ არ მყავს გვერდით იღბლიანი და წარმატებული ადამიანი, რომელიც "გამიტანს", რატომ მიწევს მე ბევრი შრომა იმისთვის, რომ ვიცხოვრო და რატომ აქვთ საჭიროზე მეტი მათ, ვინც არაფერს აკეთებს.
    მსგავსი პროტესტი ყველა ჩვენგანში დევს გარკვეული დოზით, ზოგჯერ ამას ხმამაღლა არ ვამბობთ, მაგრამ შინაგანად ყოველთვის თან გვსდევს.
    ადამიანები ვებრძვით ერთმანეთს დაბადების დღიდან. მაგალითად, როდესაც მშობელს მცირეწლოვანი შვილი ყავს და მეორეს აჩენს, ამ დროს, პირველი შვილი ეგოისტი ხდება და ბოროტდება, რადგან ფიქრობს, რომ მთელი ყურადღება პატარაზე გადადის და თავს მიტოვებულად და უარყოფილად გრძნობს. ამის გამო, მასში ვითარდება აგრესიის გრძნობა და ცდილობს ყველანაირად ავნოს პატარა დაიკოს ან ძამიკოს. პატარა რომ წამოიზრდება, შემდეგ უკვე ის ითხოვს მეტ ყურადღებას, ვინაიდან ფიქრობს, რომ უმცროსია და მას მეტი უფლებები აქვს მშობლებთან.
    ასე, რომ ადამიანს "თავისკაცობა" ოდითგან მოსდგამს და ეს მძიმე სენია, რომელიც განკურნებას საჭიროებს. ის რომ მეტი მოთხოვნები და პირობები გვაქვს ცხოვრებაში, ეს უფრო გვიმძაფრებს ჩვენს შინაგან მისწრაფებებს მწვერვალისკენ, რომელიც კიდევ უფრო აკნინებს ჩვენს სულიერ ღირებულებებს. ზოგჯერ საჭიროა ფართოდ გავახილოთ თვალები და გარშემო მიმოვიხედოთ. ის დამარხული ჰუმანურობა, აუცილბლად ამოაღწევს ჩვენი გულიდან, როდესაც დავინახავთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რისკენაც ჩვენ ვისწრაფით!


    მოამზადა: თაკო არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    1 316 ნახვა
    Загрузка...
    28-03-2014, 15:05
    Загрузка...