X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
შიში
  • შიში

    ფობია არის რაღაცის ან ვიღაცის მიმართ პანიკური შიში, რაც ხშირად ისტერიკასაც იწვევს. არსებობს მრავალი ფობია, რომლის ჩამოთვლაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დამთრგუნველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. რადგან ყოველდღე შეიძლება ადამიანი შიშს ან ზიზღს განიცდიდეს, იმის მიმართ რასაც შეიძლება ყურადღებას საერთოდ არ აქცევდეს და ყოველდღე ჰქონდეს შეხება მასთან. ეს გაუცნნობიერებლად მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვაა, რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს მის ჯანმრთელობაზე, თუ დროულად არ უშველის.

    ყველაზე გავრცელებული ფობიებია:

    ატელოფობია— არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში.
    ატიქიფობია— წარუმატებლობის შიში.
    ანუპტაფობია — დაუქორწინელბად დარჩენის შიში
    აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში.
    ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში.
    აკროფობია, ალტოფობია — სიმაღლის შიში.
    გენოფობია, ცოიტოფობია — სექსუალური სიახლოვის შიში.
    გერონტოფობია — დაბერების შიში.
    გლოსოფობია — საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში.
    იატროფობია — ექიმების შიში.
    ნეკროფობია — სიკვდილისა და მკვდრების შიში.
    ზოოფობია -ცხოველების შიში.



    მოამზადა: თაკო არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    1 213 ნახვა
    Загрузка...
    28-03-2014, 15:55
    Загрузка...
    Загрузка...