X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
Hennessey Venom GT WFE - მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილის სახელზე
  • Hennessey Venom GT WFE - მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილის სახელზე

    ტექსასური კომპანია Hennessey Performance ცნობილია, როგორც მსოფლიოს უსწრაფესი (მცირე)სერიული ავტომობილის მწარმოებელი. ეს ტიტული მას გინესის რეკორდების წიგნმა მიაკუთვნა. ამ ორადგილიან ავტომობილს, სახელად Venom GT, NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე 435.31 კმ/სთ სიჩქარე აქვს აკრეფილი. ამასთან, მასზე სწრაფად ადგილიდან 435.31 00 კმ/სთ სიჩქარეს, სხვა ვერცერთი ავტომობილი ვერ ავითარებს.

    Venom GT-ს მიერ დაფიქსირებული რეკორდების აღსანიშნავად, Hennessey-მ მისი სპეცალური ვერსიის გამოშვება განიზრახა, მეტსახელად World’s Fastest Edition, ანუ „მსოფლიოს უსწრაფესის გამოშვება“. ოღონდ ერთადერთი რამ, რითაც სპეციალური ვერსია „ჩვეულებრივი“Venom GT-სგან განსხვავდება, წითელი, თეთრი და ლურჯი ვიწრო ზოლებია, რომლებიც ავტომობილს შუაში მიუყვება. ეს ზოლები სიმბოლურად შეერთებული შტატების დროშის გამომხატველია.

    „Venom GT ამერიკული აუპერ ავტომობილია და მან 270 მლ/სთ სიჩქარე კენედის კოსმოსური ცენტრის იმავე ასაფრენ ზოლზე განავითარა, სადაც კოსმოსური შატლები ჯდებოდნენ. ჩვენ გვინდოდა, მყიდველისთვის ფერთა ის სქემა სქემა შეგვეთავაზებინა, რომელიც ამერიკის დროშის სიმბოლო იქნებოდა. იმ დროშის, რომელიც რეკორდული გარბენის შემდეგ, შატლის დასაშვებ ზოლზე ავაფრიალეთ“, - განაცხადა კომპანიის შეფმა ჯონ ჰენესიმ.

    ცნობისათვის, Venom GT აღჭურვილია 7.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც წყვილი ტურბოკომპრესორის დახმარებით, 1244 ცხენის ძალას ავითარებს. ასეთივე მონცემები აქვს World’s Fastest Edition-ს, რომელიც 1 250 000 დოლარი ღირს, ანუ „სტანდარტულზე“ 50 000 დოლარით მეტი. სულ რამდენი სპეც ვერსიის გამოშვებას აპირებს, ჯონ ჰენესის არ დაუზუსტებია. სამაგიეროდ განაცხადა, რომ ყველა ავტომობილზე შეკვეთა უკვე მიღებულია.
    წყარო
    1 281 ნახვა
    Загрузка...
    29-03-2014, 02:21
    Загрузка...
    Загрузка...