X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
Mitsubishi Lancer Evo X-ის საიუბილეო სპეც ვერსია
  • Mitsubishi Lancer Evo X-ის საიუბილეო სპეც ვერსია

    ევროპულ ბაზარზე შესვლიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Mitsubishi Motors-ი თავის პოპულარულ სედან Lancer Evo X-ის სპეციალურ ვერსიას გამოუშვებს, სახელად Lancer Evolution X – FQ-440 MR. ეს ავტომობილი მხოლოდ 40 ცალი დამზადდება და მხოლოდ ბრიტანეთში გაიყიდება. თითოეული ავტომობილის ფასი, 50 000 გირვანქა სტერლინგი იქნება.

    Lancer Evolution X – FQ-440 MR კვლავ ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, რომელისაც განსხვავებული პროგრამული უზრუნველყოფა ექნება. შეცვლილია ტურბინა, შემშვები და გამომშვები კოლექტორები, ინტერქულერი და ფრქვევანები. ყოველივეს წყალობით, ძრავის სიმძლავრე 295-დან 446 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 366-დან 559 ნიუტონმეტრამდე.

    ძრავს ისევ 6-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი ემსახურება, რომელიც სრულ ამძრავიანი სისტემის დახმარებით, ამძრავ ძალას ოთხივე ბორბალს უნაწილებს. ტრანსმისიის ეს ორივე კვანძი უცვლელი დარჩა. რა დრო სჭირდბა საიუბილეო ავტომობილს ადგილიდან სტანდარტული აჩქარებისთვის, ამაზე „მიცუბიში“ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს. ცნობისათვის, სტანდარტული Lancer Evo X-ი ამას 6.3 წამში ახერხებს.

    ძრავის გარდა, ცვლილებებია შასიშიც. კერძოდ, საკიდარი უფრო ხისტი გახდა და დადაბლდა (35 მილიმეტრით წინ და 30 მილიმეტრით უკან). ავტომობილის შენელებას კომპანია Alcon-ის ექვსცილინდრიანი სამუხრუჭე სისტემები ემსახურება. ალუმინის ბორბლები კი 18-დუიმიანია, კომპანია BBS-ს წარმოების. სალონში Recaro-ს ტყავით გაწყობილი სპორტული სავარძლები განლაგდა, ქსენონის ფარები კი ადაპტირებადია. სალონივე აღიჭურვა რვასპიკერიანი აუდიო სისტემით, ინფოტაინმენტის 7-დუიმიანი მონიტორით, რომელშიც სანავიგაციო სისტემაცაა ინტეგრირებული.

    FQ-440 MR-ის ყველა ეგზემპლარი უნდა აღიჭურვოს სადიაგნოსტიკო სისტემით, რომელშიც მონაცემების ჩამწერი სისტემა იქნება გაერთიანებული. ჩამწერი შეინახავს ავტომობილის მფლობელის მართვის სტილის მონაცემებს, ავტომობილის მახასიათებლებს, გადაადგილების მარშრუტებს და გადაადგილებისას მისი ტემპის ტელემეტრიას. ეს ერთგვარი შავი ყუთი იქნება, რომელშიც ავტომობილის ექსპლუატაციის ყველა წუთი დაფიქსირდება. იმავდროულად, ეს სისტემა პერიოდულად ავტომობილის სხვადასხვა სისტემის დიაგნოსტიკას ჩაატარებს. ავტომობილის ღირებულებაში, ამ სისტემის ექსპლუატაციის სამწლიანი გამოწერის ფასიც შედის, რის შემდეგაც, ავტომობილის მფლობელს მონაცემთა სისტემის ახლიდან გამოწერა მოუწევს (სურვილის შემთხვევაში). კომპანია აცხადებს, რომ პირვანდელი გამოწერის პერიოდი საგარანტიო მომსახურების ვადას.
    წყარო
    1 188 ნახვა
    Загрузка...
    29-03-2014, 02:22
    News-ები
    Загрузка...