X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
Seat-ი უგზოობის ავტომობილის წარმოებას დაიწყებს
  • Seat-ი უგზოობის ავტომობილის წარმოებას დაიწყებს

    არსებობს ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, Volkswagen-ის ჯგუფში შემავალი ამ ესპანური კომპანიის სამოდელო გამაში აქამდე არ ფიგურირებს უგზოობის ავტომობილი - გერმანული გიგანტი Alfa Romeo-ს შეძენას აპირებდა, რა შემთხვევაშიც, იტალიური კომპანია ჯგუფში სწორედ Seat-ს ჩაანაცვლებდა, რომელსაც ან გაუქმება, ან გაყიდვა ელოდა. ასეთ სიტუაციაში კი მის საწარმოო პროგრამაში ინვესტიციებს აზრი ეკარგებოდა.

    მაგრამ ბედად, Fiat-მა არ ისურვა Alfa-ს გაყიდვა და მისი გამოცოცხლების გეგმაც შემუშავებული აქვს, რომელსაც მალე გაგვაცნობს. და ვოლფსბურგელებიც იძულებულნი არიან, თავიანთ ესპანურ ბრენდს მეტი ყურადღება მიაქციონ და ტექნოლოგიები გაუზიარონ.

    ევროპის საავტომობილო ბაზარზე, უგზოობის ავტომობილების სეგმენტზე, ყოველწლიურად დაახლოებით მილიონი გაყიდული ავტომობილი მოდის. და გაყიდვები სულ უფრო იზრდება. ბუნებრივია, ასეთ მსხვილ სეგმენტში შესვლა „სეატისთვის“ სოლიდური მოგების მომტანი იქნება. ესპანური კომპანია უგზოობის ავტომობილს 2016 წელს გამოუშვებს. ეს ინფორმაცია „სეატის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იურგენ სტაკმანმა გამოაცხადა.

    სტაკმანის თქმით, უგზოობის ავტომობილები, მისი კომპანიის „კორპორატიული სტრატეგიის დასაყრდენი“ გახდება. მისი წყალობით, „სეატი“ მდგრადი განვითარების გზას დაადგება. ოღონდ, მას არ დაუკონკრეტებია, რომელი კლასის ავტომობილის გამოშვებას აპირებს მისი კომპანია. სავარაუდოდ, ეს კომპაქტური კლასი იქნება. მას „სეატის“ მარტორელის ტექნიკურ ცენტრში შეიმუშავებენ. ოღონდ, ჯერჯერობით ცნობილი არაა, რომელი ქარხანა გამოუშვებს ახალ ავტომობილს. არაა გამორიცხული, რომ ეს ნათესავი „შკოდას“ კვაშინის (ჩეხეთი) ქარხანაში მოხდეს, სადაც ჩეხური კომპანია თავის ახალ ქროსოვერს გამოუშვებს.
    წყარო
    1 282 ნახვა
    Загрузка...
    29-03-2014, 02:22
    Загрузка...