X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
როგორ შეიქმნა ბარბი
  • როგორ შეიქმნა ბარბი

    პატარა გოგონებისათვის საყვარელი თოჯინის – ბარბის (BARBIE) შექმნის იდეა ეკუთვნის ამერიკელ რუტ ჰენდლერს
    (1956წ), რომელმაც დაინახა რომ მისი გოგონას – ბარბარას და მის მეგობრებს შორის "ბავშვი თოჯინებზე" უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდნენ სწორედ "დიდი გოგონას" თოჯინები.
    რუტს და თავის მეუღლეს გახსნილი ჰქონდათ ფირმა, რომელიც აწარმოებდა სურათებისთვის ხის ჩარჩოებს. ერთხელაც რუტმა გადაწყვიტა რომ წარმოებიდან მორჩენილი ხის მასალიდან თოჯინებისათვის პატარა ავეჯი დაემზადებინა. ცოტა ხანში ეს ბიზნესი გაცილებით მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩარჩოების. ჰენდლერებს არ ყოფნიდათ საკუთარი თანხები ბიზნესის განვითარებისთვის. ამიტომ მათ გადაწყვიტეს ბიზნესში ჩაერთოთ თავიანთი მეგობარი – ჰერალდ მეტსონი. შეარჩიეს ერთობლივი ფირმისთვის სახელი MATTEL (ორი სახელის МАТТ(Mattson) და EL (Elliot) შემოკლებით მიღებული).
    1956 წელს შვეიცარიაში დასვენების დროს რუტ ჰენდლერმა ერთ–ერთი მაღაზიის ვიტრინაში დაინახა თოჯინა, რომელსაც ეძახდნენ "ლილის". და მან გადაწყვიტა, თავისი იდეა თოჯინებთან დაკავშირებით რეალობად ექცია – შეექმნა ბავშვებისთვის თოჯინა, რომელიც იქნებოდა მათთვის ნამდვილი მოდელი, ოცნების გოგონა. სამშობლოში დაბრუნებამდე რუტმა მოახერხა შეესყიდა "ლილიზე" საავტორო უფლება.
    ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ჰენდლერებმა დაიწყეს ლილის ამერიკული ანალოგის შექმნა.
    1958 წელს რუტ ჰენდლერმა ოფიციალურად დააპატენტა თოჯინა – ბარბი (Barbie). მისი სახელი შერჩეული იქნა ქალიშვილის – ბარბარას პატივსაცემად.
    ასე შეიქმნა თოჯინა ბარბი.
    1 389 ნახვა
    Загрузка...
    29-03-2014, 14:19
    News-ები
    Загрузка...