X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ლენდისის  ექსპერიმენტი
  • ლენდისის ექსპერიმენტი

    1924 წელს მინესოტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, კარნი ლედისმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რათა დაედგინა, ჰქონდათ სხვადასხვა ადამიანებს ერთი და იგივე ემოციის (მაგ. შოკის, სიძულვილის, ბედნიერების,სიხარულის და ა.შ) განცდისას სახის ერთნაირი გამომეტყველება. ცდისპირთა უმეტესობა სტუდენტები იყვნენ. ისინი ლაბორატორიაში წაიყვანეს და სახე შავი ზოლებით მოუხატეს, რათა მისი კუნთების მოძრაობა შეესწავლათ. შემდეგ აჩვენეს ცოცხალი ვირთხები და უთხრეს, რომ მათთვის თავი მოეჭრათ. მაშინვე ყველას შეეტყო სახეზე ზიზღი. სტუდენტთა ნაწილმა უარი თქვა ცხოველის მოკვლაზე, ნაწილმა კი შეასრულა დავალება.
    ამ ცდამ ვერ გაამართლა ვარაუდი, რომ ადამიანებს ერთნაირი ემოციების განცდისას სახის ერთნაირი გამომეტყველება აქვთ.



    მოამზადა: თაკო არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    1 408 ნახვა
    Загрузка...
    29-03-2014, 15:58
    Загрузка...
    Загрузка...