"კიდევ ბევრია დასაფრენი?...დასაწყისისთვის კარგია. ნელ-ნელა მოვა საკუთარი ძალის რწმენა" - ზურაბ გურული
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საქართველოდან რუსების დელეგაციის გაძევების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"გავრილოვი დავიფრინეთ?
დავიფრინეთ.
პოზნერი დავიფრინეთ?
დავიფრინეთ.
კიდევ ბევრია დასაფრენი?
უჰ, მათი სახელი ლეგიონია.
ბევრია ყორღანაშვილივით ქარაფიდან დასაშვები?
უამრავი. ჯერ პირველი "საჩინო" უნდა გამოჩნდეს ოღონდ და მერე მიჰყვებიან სხვებიც.
უნდა გვრცხვენოდეს?
მხოლოდ გამუდმებულ შიშში ცხოვრების, მეტი არაფრის.
საკმარისია?
არა. მაგრამ დასაწყისისთვის კარგია. ნელნელა მოვა საკუთარი ძალის რწმენა.
ცოტანი ვართ?
არა უშავს. - ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წადგი, მისწვდება", - წერს გურული ფეისბუქზე.
ცნობისთვის, კრემლის პროპაგანდისტი, ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისს 31 მარტს ეწვია. მისმა ვიზიტმა საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც ის 40-კაციან დელეგაციასთან ერთად იძულებული გახდა, ქვეყანა რამდენიმე საათში დაეტოვებინა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პოზნერი აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევს.