ნანუკა გულუა ახალ შოუს წაიყვანს
“ფორმულა” ახალ გადაცემას იწყებს. დავით ლაბაძე, რომელსაც მაყურებელი “კაცების შოუთი” იცნობს, ამჯერად პროდიუსერის რანგში ცდის ბედს. "კაცების შოუს" მეიქერი, ახლა გადაცემა “ქალებზე” მუშაობს. ასე ერქმევა ახალ ტელეპროექტს, რომელსაც ოთხი წამყვანი ჰყავს – ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ალექსანდრა პაიჭაძე და თეონა ლეჟავა.
აქედან ორ წამყვანს ჩცდ-დან ვიცნობთ – ქეთი და დოჩი ახალ ამპლუაში ცდიან თავს.
პირველი გადაცემა 9 აპრილს, პარასკევს, 22 საათზე გადის ეთერში.
ნანუკა გულუა, რომელიც მაყურებელმა დოჩი ალიშბაიას როლით შეიყვარა, “პრაიმამბებს” უყვება, რომ “ქალები” სახალისო, ლაღი და განსატვირთი გადაცემა გამოდის.
ნანუკა გულუა: – "არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ ქალების საყურებელი შოუ იქნება. ქალებზე მეტად მათი ქმრები იხალისებენ, კიდევ უფრო მეტად გაერთობიან შვილები, დედამთილები ხომ საერთოდ. რა თქმა უნდა, სტუმრები მხოლოდ ქალები არ გვეყოლებიან..."