"ამხელა ლოდები რომ გამოეცალა საცხოვრებელ კორპუსს, იმედია, ზუსტად იცით, რომ მდგრადობას შეინარჩუნებს..." - მერაბ მერკვილაძე თბილისის მერიას მიმართავს
სოციალური ქსელის მომხმარებელი, მერაბ მერკვილაძე თბილისის მერიას მიმართავს და აღნიშნავს, რომ დედაქალაქში საირმის მე-11 საცხოვრებელ კორპუსთან მიმდინარაობს სამუშაოები, რომელმაც შესაძლოა საძირკველი დააზიანოს.
"თბილისის მერია, ამხელა ლოდები რომ გამოეცალა საცხოვრებელ კორპუსს, იმედია, ზუსტად იცით, რომ მდგრადობას შეინარჩუნებს და მერე უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა არ გახდება საჭირო, ბზარების შესამოწმებლად. საბურთალოს გამგეობას სპორტული მოედნის გაკეთებას ვთხოვდით. ამის ნაცვლად კი, "გზის გაფართოება" დაიწყო და ბეტონის კედელი დაშალა, რომელიც კორპუსის საძირკველს ამაგრებდა. საირმის მე-11 კორპუსის უკან მიმდინარეობს ეს სამუშაოები", - წერს მოქალაქე ფეისბუქზე.
[flash=425,264]
თბილისის მერია / Tbilisi City Hall ამხელა ლოდები რომ გამოეცალა საცხოვრებელ კორპუსს, იმედია, ზუსტად იცით, რომ მდგრადობას...Posted by Merab Merkviladze on პარასკევი, 02 აპრილი, 2021