"დატოვე ბავშვი გარეთ" - 5 თვის ჩვილის დედას "რიკო კრედიტში" არ მოემსახურნენ (ვიდეო)
სოციალური ქსელის მომხმარებალი, სალი ჯუღელი ფეისბუქზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ისმის, რომ მას "რიკო კრედიტში" იმიტომ არ ემსახურებიან, რადგან მის 5 თვის ბავშვს პირბადე არ ეკეთა.
"დატოვე ბავშვი გარეთ და მოგემსახურებით" - ეუბნებიან დედას მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.
"ზოგადად ესეთი პოსტები არ მჩვევია მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს თანაც ბავშვის უსაფრთხოებას,
მესმის კორონაა,მესმის უნდა დავიცვათ რეგულაციები რასაც ვიცავ, მაგრამ არარეალურის მოთხოვნა და ბავშვის რისკ ქვეშ ჩაყენება არ შეიძლება.
მოკლედ დავიწყებ იმით რომ შევედი Rico Credit/რიკო კრედიტი ს ოფისში (კონკრეტულად ჭავჭავაძეზე ტაბიძის ძეგლის წინ) თან მყავდა 6 თვის ბავშვი და რატომღაც გამომიხტა დაცვა რომელმაც მოჭრით მითხრა რომ არ მომემსახურებოდნენ თუ ბავშვსაც პირბადე არ ეკეთებოდა, ასაკი ვუთხარი რომ ბავშვი არის 6 თვის და არ შეიძლება პირბადის გაკეთება რადგან გაიდლაინებით ასევე ჯანმოს რეკომენდაციით, ასევე მთავრობის დადგენილებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით რომ არ არის სავალდებულო პირბადის გაკეთება ესეთი პატარასთვის, მივარდა დაცვა სალაროსთან და დიდის ამბით ამას არ მოემსახუროთო დაავალა მოლარეს, მოვითხოვე მენეჯერთან დაკავშრება და რომ გამოვიდა ადამიანი მეგონა უფრო კომპეტენტური იქნებოდა და უფრო შეგნებული როდესაც გაიგებდა ბავშვის ასაკს, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა შინაგანა წესით არ შეიძებაო და მემგონი შინაგანა წესი საქართველოს კანონიდან გამომდინარე უნდა იწერებოდეს... 20 წუთიანი კამათის შემდეგ როდესაც კამერა ჩავრთე მეუბნება რომ იმიტომ არ მემსახურება რომ მე არ მიკეთია პირბადე, არადა ვიდეოში კარგად ჩანს რომ მიკეთია, ასევე ამბობს რომ ეს შიანაგანა წესი ზეპირია და არაფერს მაჩვენებს როდესაც მოვითხოვე რომ ეჩვენებინა ეს წესი, ხოლო გვერდით მდგომი მოლარე რომელიც დიდისამბით გამომიხტა და ვითომ გული შეტკიოდა ბავშვზე მთვაზობს თურმე გარეთ უნდა დავტოვო ქუჩაში მარტო რომ მომემსახურონ, და თურმე ეგრე არ დაისტრესება ბავშვი! არ შეიძლება ესე მოქცევა, სირცხვილია როდესაც მინიმუმ 20 წუთი მეკამათები ხოლო მომსახურებას სჭირდებოდა მხოლოდ 3 წუთი,
თან ვურთავ ვიდეოს, ასევე კოდექსს, წესებს, და თავად რიკოს ტექსტს...
საქართველოს მთავრობის დადგენილება N 368 მეოთხე მუხლის თანახმად არ არის ვალდებული 6 წლამდე ბავშვი ატაროს პირბადე...
არა თუ ვალდებული არამედ სახიფათოა ჩვილ ბავშვზე პირბადე...
შინაგანაწესს კომპეტენტური ადამიანი უნდა წერდეს, მინიმუმ ისეთი ვინც კანონში მაინც ერკვევა.
კერძო კომპანია არ უნდა ნიშნავდეს იმას რომ რაც მოეპრიანება ის წეროს, ისიც უნდა ემორჩილებოდეს საერთო კანონს და წესებს..
პ. ს ვიდეოში მარცხნივ მდგომი შავგვრემან გოგოს ყველაზე მეტად შესტკიოდა გული მაგრამ ხმას ვერ იღებდა სწორედაც რომ მენეჯერის და ამ შინააგანა წესის გამო რის შემდეგაც სავარაუდოდ წინააღმდეგ რომ წასულიყო კარგი არაფერი ელოდა...", - წერს სალი ჯუღელი.
[flash=425,264]
ზოგადად ესეთი პოსტები არ მჩვევია მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს თანაც ბავშვის უსაფრთხოებას, მესმის...Posted by Sali Jugeli on სამშაბათი, 30 მარტი, 2021