"კომენდანტის საათი" და აკრძალვები მავნებლობაა...ამ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება ხალხი შიმშილის რეჟიმში ამყოფოს" - არჩილ გამზარდია
არა აკრძალვებს! - ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია კოვიდპანდემიის გამო საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებსა და "კომენდანტის" საათს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"როგორც კოვიდიანი, გეუბნებით, კომენდანტის საათი და აკრძალვები მავნებლობაა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება საქართველოში, რადგან ამ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება ხალხი შიმშილის რეჟიმში ამყოფოს.
როგორც კოვიდიანი-თქო, ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ არავინ სპეკულაცია არ დაიწყოს, აბა, იმათ ჰკითხე, ვისაც კოვიდი დაემართაო.
პ.ს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ოჯახის თითქმის ყველა წევრს დაგვიდასტურდა, კონსტანტინეს გარდა (დედაჩემი, მეუღლე, მე, ირინოლა). კონსტანტინეს ხვალ კიდევ გადავამოწმებთ. ჯერჯერობით ვართ საშუალო სირთულით, სახლში ვმკურნალობთ. იმედია, მშვიდობიანად გადავაგორებთ.
არა კომენდანტის საათს!
არა აკრძალვებს!", - წერს ფეისბუქზე გამზარდია.