"წელს ტურიზმზე მეტი აღარ იდარდოთ... მტერი შენით დაპატიჟე " - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"წელს ტურიზმზე მეტი აღარ იდარდოთ და აღარ ითვალოთ, თქვენგენაცვალეთ, ნუ გადაიღალეთ ფუჭად, პანდემიაა, თამამად ისროლეთ კვერცხებიც და რაც ხელში მოგხვდებათ კიდევ, პატარა კომბოსტოები რომაა, ისინი მომწონს უფრო, სტრესს ხსნის და სულ უწყინარი, უმტკივნეულო ყუმბარებია, თან არც თხუპნის არაფერს. ხოდა ისა კიდევ, ვაჟა რომ ზეპირად იცით და ამავდროულად სიღრმისეულად გესმით, ეჭვი საერთოდ არ მეპარება, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, მტერი შენით დაპატიჟე და მერე დაბადებისდღის ტორტებით ირბინეო, არსად უთქვმს იმ დალოცვილს", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.