თეგებით ძიება

"აჰა, თქვენც იცოდეთ ბარემ, დიდი გურამის ეს წესი, გამოიყენეთ..." - შოთა იათაშვილი დოჩანაშვილზე

პროზაიკოსი შოთა იათაშვილი სოციალურ ქსელში ქართველ კლასიკოს მწერლს, გურამ დოჩანაშვილს იხსენებს:

"დიდი მადლობა, ძია გურამ, ყველაფრისათვის! მუხათწყაროში მეზობლები ვიყავით. ჩავდიოდი ხოლმე მასთან ხანდახან და ვისხედით, ვლაპარაკობდით. რა მოვიგონო იმ საუბრებიდან? მაგალითად, ერთხელ მასწავლა, როგორ უნდა წამეკითხა ტექსტი ისე, რომ კორექტურა არ გამპარვოდა. ყოველი ახალი წინადადება უკნიდან უნდა წაიკითხოო. ანუ ჯერ ბოლო სიტყვა, მერე ბოლოსწინა და ასე შემდეგ, სულ ბოლოს - პირველიო. ასე როცა კითხულობ, აზრს არ მისდევ, სიტყვების გრაფიკას აკვირდებიო. აჰა, თქვენც იცოდეთ ბარემ, დიდი გურამის ეს წესი, გამოიყენეთ, თუ გამოგადგებათ, გაუხარდება კეთილი ადამიანის სულს!", - წერს ის ფეისბუქზე.

გურამ დოჩანაშვილკი 82 წლის ასაკში, კორორონავირუსით დღეს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა