თეგებით ძიება

"ნიკო კვარაცხელიას დედის წერილს წაგიკითხავთ..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟრნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედის წერილს წაიკითხავს გადაცემაში "სხვა ნანუკა". ტელეწამყვანი გადაცემის ანონსზე სოციალურ ქსელში წერს.

"ნიკო კვარაცხელიას დედის წერილს წაგიკითხავთ ხვალ, სხვა ნანუკაში", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

მკვლელობის საქმე შსს-მ გახსნა. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკო კვარაცხელია დღეს დაკრძალეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა